
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხაშმის იოანე ნათლისმცემლის კომპლექსი მდებარეობს კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ტერიტორიაზე.
კომპლექსი მდებარეობს სოფლის დასავლეთ ნაწილში. მოიცავს: ეკლესიას კოშკით, კარიბჭეს, გალავანს ორი კოშკით, ორსართულიანი ნაგებობის ნაშთს, მარნის ნაშთს. ადრეულია ეკლესია - XVII ს., შემდგომდროინდელია მასზე მიშენებული კოშკი. XVIII ს. განეკუთვნება კარიბჭე და გალავანი თავის კოშკებით, უფრო გვიანია (XIX ს) ორსართულიანი ნაგებობა. 1. ტაძარი დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. მოგვიანებით, რესტავრაციისას წყობაში ჩართულია აგური. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ქონდა. ჯვრის ფორმა და ორნამენტი დამახასიათებელია XVII ს ძეგლებისთვის (ანანურის ტაძარი, საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. გეტა). 2. კარიბჭე-კოშკი დგას ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ოთხსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული აღმოსავლეთიდან დასავლეთით გახსნილი შესასვლელია. მეორე სართულს გუმბათოვანი გადახურვა ქონდა. მესამე სართულიც სენაკია, რომელსაც კედლებში მცირე ზომის სარკმლები აქვს გაკეთებული. მეოთხე სართული ქონგურებიანი საბრძოლო ბანია. დასავლეთის მხარეს, მეორე სართულის დონეზე, კედლის მთელ სიგრძეზე აივანი ყოფილა გამართული. შემორჩენილია აივნის საბჯენი კოჭების ფოსოები. 3. კარიბჭე გალავნის კედელშია ჩართული, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში წრიული ფორმის სამსართულიანი კოშკი დგას. ერთი წრიული ოთხსართულიანი კოშკიც გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იყო ჩართული. ამჟამად ის კერძო მესაკუთრის ეზოშია მოქცეული. 4. გალავანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსართულიან კოშკთან აშენებული იყო ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ნანგრევებია ახლა შემორჩენილი. ნაგებობა ყველაზე გვიანია კომპლექსის შემადგენელობაში.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა