
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხირსის მონასტერი კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ამჟამინდელი ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მონასტერი აქ ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, ღირსმა სტეფანემ, დააარსა VI საუკუნეში. ხირსის ეკლესიაშია დაკრძალული სტეფანე ხირსელი. ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მონასტრის შესახებ წერს: “კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი”. VI საუკუნეში აქ მცირე ეკლესია იყო, IX-X საუკუნეების მიჯნაზე, კახეთის მეფე კვირიკე I-ის ბრძანებით ის გუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ. XVI საუკუნის 40-იან წლებში, ლევან კახთა მეფის დროს, ეკლესია განაახლეს. ხირსის მონასტერი საუკუნეთა მანძილზე სამისიონერო ცენტრს წარმოადგენდა. იგი ერთ-ერთი ის სავანე იყო, საიდანაც ქართველი სასულიერო მოღვაწეები ქრისტიანობის შეტანას ცდილობდნენ დაღესტნელ ლეკებში. მონასტრის სახელწოდების ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით სამი ვერსია არსებობს: ერთი მოსაზრებით ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსიდან”, მეორე ვერსიით მას სახელი უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან, მესამე მოსაზრებით კი ხირსა ერქვა ადგილს პალესტინაში და შესაძლოა სირიიდან მოსულმა წმინდა მამამ სწორედ მისი სახელი დაარქვა მონასტერს.
ხირსის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: მთავარი ტაძარი, გალავანი და გვიან პერიოდში აგებული სკოლა, მარანი და საცხოვრებელი ნაგებობა. მთავარი ტაძარი გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი თავიდან დარბაზული ეკლესია ყოფილა და მომდევნო პერიოდებში მრავალჯერ გადაუკეთებიათ და აღუდგენიათ. საკურთხევლის აფსიდი ნალისებრია. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ასევე ტაძრის დასავლეთ ნაწილში ეკვდერებია. ერთ-ერთი ეკვდერის შესასვლელში მონასტრის დამაარსებლის - სტეფანე ხირსელის საფლავია. ეკლესიას დასავლეთით მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის. ნაგებობას მაღალი, თორმეტსარკმლიანი გუმბათი აგვირგვინებს. კამარები და გუმბათქვეშა თაღები შეისრული ფორმისაა. შესასვლელი ორია - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ტაძრის ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთის სარკმლის თავზე გვხვდება აყვავებული ჯვრის რელიეფი, ჯვრებია გამოსახული იმავე სარკმლის ორივე მხარეს. ინტერიერში, რამდენიმე ადგილას, კედელში ჩართულია ჩუქურთმიანი ქვები, რომლებიც ბაზილიკის კუთვნილი უნდა იყოს. ეკლესიის ეკლესიის ფასადებსა და ინტერიერში IX-XIX სს-ის ექვსი წარწერაა. ტაძარი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, გამოყენებულია ასევე ქვიშაქვა და შირიმი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა