
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხოფას მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოსაბრუნის მახლობლად მდებარეობს, ქსნის ხეობაში. ეს ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია და ცხინვალის რეგიონის ფარგლებშია მოქცეული. იგი XIII საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, სამრეკლოს, სატრაპეზოსა და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. სამონასტრო ანსამბლის მთავარი ნაგებობა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს ჩრდილოეთის მინაშენითა და სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეებით. სამხრეთ კარიბჭეზე დაშენებულია სამრეკლო. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით. კამარა შეკიდულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გრძივი კედლები პილასტრებზე გადაყვანილი თაღედითაა დანაწევრებული. საკურთხეველი დარბაზისგან კანკელითაა გამოყოფილი. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული იყო, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმით, განსაკუთრებით მდიდრულადაა მორთული დასავლეთ ფასადი. კარიბჭის თაღოვანი შესასვლელი და მის ორივე მხარეს დატანებული თითო ნიში სამთაღიანი კომპოზიციითაა გაერთიანებული. ნიშები ფესტონებითაა შემკული. კარიბჭის ცენტრალური ნაწილი მთლიანად მოჩუქურთმებული ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული. ტაძრის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზევით, სარკმელია ჩუქურთმიანი მოჩარჩოებით, სარკმლის ზევით კი კოპი და ბოლნური ჯვრის რელიეფია მოთავსებული. მოჩუქურთმებულია შესასვლელების საპირეებიც. ეკლესიის ფასადები მოპერანგებულია მოყვითალო-ოქროსფერი თლილი ქვით, შიგნით კედლები მსხვილი რიყის ქვითაა ნაგები, კონსტრუქციული ელემენტები კი გათლილი ქვითაა ამოყვანილი. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით სწორკუთხა გეგმის მქონე, მოზრდილი, ბუხრიანი სატრაპეზო დგას. ნაგებობა აღმოსავლეთით დიდი ზომის, შვერილი სამლოცველო ნიშით სრულდება. სატრაპეზო ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ელემენტები გამოყვანილია უხეშად დამუშავებული ქვით. სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილია სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა