
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კიანეთის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიანეთის განაპირას სასაფლაოზე.
ეკლესია დიდი არასწორი მოყვანილობის ქვებითაა ნაგები. შენობის სამხრეთი კედლის შუა ნაწილში კარია გაჭრილი. შენობის ოთხივე სარკმელი (თითო აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია და ორი სამხრეთ კედელში) ამოქოლილია. ეკლესიას კამარა და კონქი აღარ აქვს და იგი ძელურადაა გადახურული. ახლა უკვე დანგრეული შეკიდული მზიდი თაღი, რომელიც ეკლესიის შუა ნაწილში იყო, საკურთხევლის სიახლოვეს, ჩვილ ბავშვთა მოსანათლი ემბაზია ნიშაში მოწყობილი. ეკლესიის კედლებში ადრე შუა საუკუნეების სტელათა ფრაგმენტებია ჩადგმული. სამხრეთი კედლის დასავლეთ ბოლოში სარკმლის ბაცი მომწვანო ფერის ქვის დაჩუქურთმებული საპირის ფრაგმენტია ჩაშენებული, იგი მე-13 საუკუნის მიწიურულისა ან მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ქვაზე კვეთილობის ნიმუშია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე გვიანი შუა საუკუნეების სომხური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ჩაკვეთილი ჯვრებია გამოსახული. ლ. მუსხელისვილის თანახმად, ამ ეკლესიის სამხრეთ კედელზე, შესასვლელთან, ორი ჩაკვეთილი ჯვრის სიახლოვეს, 1516 წლით დათარიღებული სომხური წარწერაა: ,,უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, შეიწყალე ბატონი სარგის დეკანოზი სულისა მიერ. - 965 (1516 წ). გრიგოლ ხუცესი მონაი“.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა