
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კიანეთის სვეტიცხოვლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიანეთის მიმდებარედ.
ეკლესია "სვეტიცხოველი" უნდა იდგეს ვახუშტისეულ სოფელ ჯალდამში. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აგებული ყოფილა მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვით კირ-დუღაბზე. საპერანგე წყობის ჰორიზონტალობა დაცული იყო, ინტერიერში კი წყობა არეულია. ამჟამად საპირე წყობა თითქმის სრულად შემოცლილია. გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან თაღით დასრულებული კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო შიგნიდან თაღოვანი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდი მხრითაა გამოყოფილი. მარტივპროფილირებულ მხრის კაპიტელებზე კონქის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს მაღალი ნახევარწრიული ნიშებია გაკეთებული. ჩრდილოეთის კედელში დამატებით სწორკუთხა ნიშიცაა. სარკმლის ქვეშ, კედელთან ტრაპეზის ბრტყელი ქვაა. საკურთხევლის ჩრდ. თაღოვან ნიშასა და სარკმლის მარჯვენა მხარეს ჩადგმულია მე-5-6 სს რელიეფისა და განვითარებული შუა საუკუნეების რელიეფის ფრაგმენტები. კამარა დაყრდნობილი ყოფილა კრონშტეინებზე დაბჯენილ შეკიდულ თაღებზე, რომელთაგან ერთი დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე გრძივი კედლების დას. კიდეში. ტაძრის მორთულობიდან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის სარკმლის საპირე და კარის მოჩარჩოება. სარკმლის საპირე ორი სხვადასხვა სისქის სადა ლილვის მართკუთხა ჩარჩოთია გაფორმებული, ჩარჩოს გარშემო კი თითო ჯვარია ამოკვეთილი. ჯვრის გამოსახულებები გვიანი ფორმისაა, რაც მათ შემდგომ დროინდელობაზე მიუთითებს. ნაოთხალიანი კარის მოჩარჩოება სამი სხვადასხვა რელიეფის ნაკრებს წარმოადგენს. კარის არქიტრავში საკარე ფოსოა ამოკვეთილი, კედელში კი საურდულე. მოგვიანებით, მიწის დონის აწევის გამო, კარის წინ ტაძარში ჩასასვლელი ორსაფეხურიანი კიბეა მოწყობილი. ტაძრის გარშემო შემორჩენილია ციკლოპური გალავნის ნაშთები. შესაძლოა ეზოში სამარხებიც იყოს.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა