
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კლდეზე მიკრული ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაღამძღვრიანთკარში ტყეში.
ეკლესია აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია დგას ტყეში, ტუხალდის ხევის ნაპირას, ციცაბო კლდის ტერასაზე. მასთან მისასვლელი გზა რთული და სახიფათოა. ეკლესია დარბაზულია (6.85X4.3მ.). ნაგებია რიყის ქვით. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია სატრაპეზო ქვის ფრაგმენტები. ორი თაღოვანი სარკმელი გაჭრილია ეკლესიის სამხრეთ კედელში. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა (შემორჩენილია ნალესობის მცირე ფრაგმენტები) ხის ძელებზე გამართული იატაკი (რომელიც აღარ არის შემორჩენილი) ეკლესიის ქვეშ მოწყობილი სათავსის ჭერს წარმოადგენდა. სათავსი გეგმით სწორკუთხაა, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მის აღმოსავლეთ კედელში პატარა სწორკუთხა სარკმელია, ხოლო დასავლეთ კედელში -სწორკუთხა ნიში. დასავლეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე აგურით ნაგები კარიბჭე ეკვრის. კარიბჭის ოთხივე კუთხეში მდგარ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობა. კარიბჭე გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიის სახურავზე ხეებია ამოსული. ეკლესიის დასავლეთით, დაახლოებით 7-10 მეტრში რიყის ქვისგან ნაშენი ნაგებობის ნაშთია, (დიდი ნაწილი დანგრეულია და მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი) აღნიშნული ნაგებობის სამხრეთი კედლის სისქე დაახლოებით 1,5 მ-ია, ხოლო მისი შემორჩენილი სიმაღლე 3-4 მ-ია. კედლის სისქიდან გამომდინარე არაა გამორიცხული აქ მცირე ზომის სათავდაცვო კოშკიც მდგარიყო.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა