
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქოლაგირის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და საცხოვრებლადაც ხელსაყრელი იყო. კომპლექსთან საკმაოდ ახლოს არის მდინარე იორი, შემოსევების დროს, როგორც ცნობილია, მტერი ხშირ შემთხვევაში, მდინარის ხეობებს მოუყვებოდა, ქოლაგირის კომპლექსიდან კი კარგად კონტროლდებოდა ივრის ხეობა. ასევე ქოლაგირიდან კარგად ჩანს უფრო დიდი სამონასტრო კომპლექსის - დიდი ქვაბების კლდეები. კომპლექსი თავიდან ბევრად ვრცელი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ შვიდი ქვაბია შემორჩენილი, რომელთაგანაც მხოლოდ ოთხია ადვილად მისადგომი. სამ ქვაბში შემორჩენილია კედლის მხატვრობა. აქ გვხვდება კლდეში ნაკვეთი დარბაზული ეკლესია, რომელშიც XII-XIII საუკუნეების მხატვრობაა. ქოლაგირის ფრესკები გამოირჩევა მაღალპროფესიონალური შესრულებით. აქ გვხვდება როგორც რელიგიური სცენები, ასევე საერო პირთა გამოსახულებები. კომპლექსი გამოკვეთილია რბილ ქანებში და ის დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაშია, ქანები განაგრძებს შლას და ფრესკებიც ზიანდება, მიუხედავად იმისა, რომ XX-საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ქოლაგირის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიმუშია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა