
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქორეთის მაცხოვრის ეკლესია იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქორეთში. იგი X საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენებით. ნაგებობას აღმოსავლეთით სწორკუთხა აბსიდი აქვს, რომლის კედლების გადასვლა კონქის სიმრგვალეში კუთხეებში მოწყობილი თითო, ოდნავ მორკალული თაღით ხორციელდება. დარბაზის კამარა და საკურთხევლის კონქი პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. საკურთხევლის იატაკი და სოლეა ერთი საფეხურითაა შემაღლებული და დარბაზში ღრმად არის შემოჭრილი. ნაგებობას სამხრეთის კარის წინ სამმხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე აქვს მიშენებული, მდიდრულად მორთული გუმბათით. ეკლესიას ორი თაღოვანი კარი აქვს - დასავლეთითა და სამხრეთით. თაღოვანია ტაძრის სარკმლებიც. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია გამოირჩევა მაღალმხატვრული, დახვეწილი დეკორით. ჩუქურთმები ღრმა კვეთითაა შესრულებული. ეკლესია მდიდარია ლაპიდარული წარწერით. სამხრეთის შესასვლელის ბარიერის წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია 1000 წელსაა აგებული. ინტერიერი მოხატულია, გვხვდება ფრესკული წარწერებიც.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა