კორტანეთის წმ. გიორგის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში მდებარეობს. ტაძარი X საუკუნეშია აგებული.
ეს გარდამავალი ხანაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რომელიც კომპოზიციური ძიებებით
ხასიათდება და ეს კორტანეთის ეკლესიაშიც საგრძნობია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, დასავლეთის
მხრიდან ნართექსით. ნართექსი ეკლესიის დარბაზს თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. მისი ცილინდრული
კამარა
ეკლესიის
კამარისადმი
პერპენდიკულარულადაა
მიმართული. ნართექსი
ცალფერდა, დარბაზი კი ორფერდა სახურავითაა გადახურული. მოედანი, სადაც ტაძარი დგას
სპეციალურადაა მოსწორებული. ნაგებობა აღმოსავლეთის ფასადით თითქმის კლდეზეა მიბჯენილი.
მის
ჩრდილოეთ
მხარეს
კი ტყით დაფარული დახრილი ფერდია, სადაც ძველი ნასახლარებია შემორჩენილი. ეკლესია ნაგებია დაუმუშავებელი,
სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვებით. ალაგ-ალაგ ჩაყოლებუალია 1 მეტრამდე სიგრძის ქვები,
რომლებიც მონუმენტურობას სძენს ფასადებს. ინტერიერი შეთეთრებულია. ძეგლს ეტყობა მოგვიანებით
გადაკეთების კვალი. შეიმჩნევა რომ ნაგებობა თავიდან უფრო მაღალი იქნებოდა, ასევე გაგანიერებულია თითქმის ყველა
ღიობი და აგურითაა ამოყვანილი. დარბაზის
გრძივი
კედლები
ორსაფეხურიანი
პილასტრებით
ორ
ნაწილადაა
გაყოფილი.
თითოეული
საფეხურის
შვერილი
27 სმ-ის ტოლია.
გარკვეულ
სიმაღლეზე
პილასტრები
წყდება.
ეკლესიის
ზედა
ნაწილი,
ცილინდრული
კამარითა და კონქით,
გვიანი
აღდგენის
შედეგია.
როგორ მივიდეთ
სოფელი კორტანეთი ბორჯომიდან
10 კმ-ით არის დაშორებული. ბორჯომისკენ მიმავალი გზიდან კორტანეთის ხიდს გადახვალთ თუ არა სოფელში აღმოჩნდებით. ეკლესიამდე მიდის გრუნტის გზა, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. გადაადგილება შესაძლებელია ჯიპით.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა