
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
აბიესი, რაჭაში ამბროლაურის რაიონის ულამაზეს სოფელ სხარტალში მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით 250 კილომეტრში.
სოფელ სხარტალში მოსახვედრად გზა ცენტრალური ტრასიდან მეორე ხარისხოვან მოხრეშილ გზაზე უნდა გააგრძელოთ, რომელიც 5 კილომეტრი გრძელდება. გზა გამავალია, როგორც ჯიპებისთვის ისე სედანის ტიპის ავტომობილებისთვის, თუმცა წვიმიანი დღეების დროს გზის რამდენიმე მონაკვეთში დაბალი გამავლობის ავტომობილებს შესაძლოა გაუჭირდეს)
თბილისიდან ჩვენთან მოსახვედრად უკვე ორი ალტერნატიული გზა არსებობს. ახალი გზა, რომელიც საჩხერიდან მგზავრობას გულისხმობს (ამ შემთხვევაში ჯერ გაივლით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს და შემდეგ მოხვდებით ამბროლაურში) და ე.წ ძველი გზით, რომელიც გულისხმობს თერჯოლიდან მგზავრობას (ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ გზად მოინახულოთ ცხრაჯვარი, შაორის წყალსაცავი და ნიკორწმინდა).
სოფელი სხარტალი ზღვის დონიდან 1160 მეტრზე მდებარეობს და გარშემორტყმულია უნიკალური კავკასიური სოჭის ხეებით. აქ თქვენ სრული სიმშვიდე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო დაგხვდებათ.
თბილისიდან- 250 კმ
ამბროლაურიდან-14 კმ
ქუთაისიდან- 80 კმ
ბათუმიდან- 250 კმ
კოტეჯში მოთავსდება 6 ადამიანი. კოტეჯში გახლავთ 2 საძინებელი ოთახი, მისაღები და სამზარეულო ერთ სივრცეში, აბაზანა და საპირფარეშო.
2 საძინებელ ოთახში თავსდება 4 ადამიანი, 1 ადამიანი მისარებში დივანზე, 1 ადამიანი კი დამატებით გასაშლელ საწოლზე.
კოტეჯს აქვს 2 აივანი, რომელთაც აქვთ ტყის ულამაზესი ხედები
გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, ბუხარი, ჭურჭელი, ტოსტერი, და სხვა სამზარეულო წვრილმანი, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ ჩვენთან დასვენების დროს. თმის მინი საშრობი, თეთრეული, პლედები, შეშა, ცხელი და ცივი წყალი.
კოტეჯში არ არის ინტერნეტი, ვინაიდან არცერთი კომპანია არ უზრუნველყოფს სოფელში ინტერნეტის მიწოდებას, თუმცა ყველა სატელეფონო ქსელი მუშაობს მაღალი სიხშირით ამიტომ ინტერნეტის მოხმარებაც უპრობლემოდ შეგეძლებათ.
ბუხარი
გარდა მყუდრო და კომფორტული კოტეჯისა თქვენს განკარგულებაში იქნება დიდი განათებული ეზო, სადაც განთავსებულია ჰამაკები, სათამაშო მაგიდა სკამებით, სადაც დღის ნებისმიერი მონაკვეთის გატარება სასიამოვნოა.
კოტეჯი ტყის პირას მდებარეობს
ამ ეტაპზე აბიესი არ უზრუნველყოფს კვებით მომსახურებას.
უახლოესი სავაჭრო პუნქტები მდებარეობს სოფელ ხოტევში, ნიკორწმინდასა და ამბროლაურში.
სამედიცინო პუნქტები და აფთიაქები მდებარეობს ამბროლაურის რაიონში.
კოტეჯში ადრე შესვლასა და გვიან გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე უნდა შეგვითანხმდეთ წინასწარ.
➡ჯავშნისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ჩვენს FB გვერდზე
➡ გარანტირებული ჯავშნისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხოთ ჯავშნის საფასური ჩვენს მიერ გადმოგზავნილ ანგარიშის ნომერზე.
➡ გთხოვთ გაითვალისწინეთ, თანხის გადახდამდე ჯავშანი გარანტირებულად არ ითვლება.
➡ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, შესაძლებელია გადაცვლა ალტერნატიულ თარიღზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე.







გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა