
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კოტიანეთის ციხე სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მდებარეობს. იგი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალით ირკვევა, რომ მას არსებობა ეგრისის სამეფოს დაცემისთანავე შეუწყვეტია. ციხე არცთუ მაღალ ადგილასაა აგებული, თუმცა ისეთი მდებარეობაა შერჩეული, რომ სიმაგრე დიდ ტერიტორიას აკონტროლებს. კომპლექსი მოიცავს გალავანს, კოშკს, ეკლესიასა და ხელოვნურ თხრილს, რომელიც გარს ერტყმის ციხეს. სიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილი ეზოს ეთმობა, აღმოსავლეთ ნაწილში კი კოშკი და ეკლესიას განლაგებული. გალავანი გეგმით უწესო ოვალური მოხაზულობისაა. მისი სისქე დაახლოებით ერთი მეტრია. კოშკი თითქმის კვადრატული გეგმარებისაა. მისგან სარდაფის სართული და მეორე სართულის ქვედა ნაწილია გადარჩენილი. ნაგებობა რამდენ სართულიანი იყო უცნობია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე თითქმის მთლიანად მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას უჭირავს. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძარი ნახევრად მიწაშია ჩაფლული. ნაგებობის კამარა და კონქი ჩანგრეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. დარბაზი ერთადერთი, აღმოსავლეთის, სარკმლით ნათდება. კედლები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. ციხეს სამი მხრიდან თხრილი საზღვრავს. იგი ამჟამად 3-4 მეტრის სიღრმისაა, თუმცა თავიდან სავარაუდოდ უფრო დიდი იქნებოდა. კოტიანეთის ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე, რიგების დაცვით.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა