
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქსნის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირთან ახლოს მდებარეობს, მდინარეების - ქსნისა და მტკვრის შესაერთავთან, სარკინეთის მთაზე. წყაროებში ის ასევე იხსენიება მტკვრის ციხის სახელით. ძეგლზე გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა, პირველი ფენა XVI საუკუნით თარიღდება, მეორე კი - XVIII საუკუნის მეორე ნახევრით. ქსნის ციხე სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას დგას, ის მნიშვნელოვან გზასაყარს უწევდა კონტროლს. სიმაგრე ბაგრატ მუხრანბატონმა ააგო ქართლის მეფე დავით X-სა (ბაგრატის ძმა) და კახეთის მეფე ავ-გიორგის შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. ამ დახმარების სანაცვლოდ ბაგრატმა დავით მეფისგან მუხრანის საუფლისწულო მამულები მიიღო. ციხის აგებისთანავე ავგიორგი ჯარით წამოვიდა და სიმაგრეს ალყა შემოარტყა. სამთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა, რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატმა საპასუხოდ ორაგული გაუგზავნა და შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე სანოვაგითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იყო და უკუიქცა. 1513 წელს ავგიორგი კვლავ შემოესია ქართლს, თუმცა ბაგრატ მუხრანბატოს ჩაუვარდა ტყვედ, რომელმაც ის ქსნის ციხეში გამოამწყვდია და მალევე ქსნის ციხეშივე მოკლეს: “შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა”. ციხის შესასვლელის თავზე არსებული სამშენებლო წარწერა მოგვითხრობს, რომ 1746 წელს ძალიან დაზიანებული ქსნის ციხე კონსტანტინე მუხრანბატონს ფაქტობრივად ხელახლა აუგია. იმავე წარწერიდან ვიგებთ, რომ კონსტანტინეს ციხისთვის ახალი სახელიც შეურქმევია - კონსტანტინლაბათი. როგორც ჩანს, ქსნის ციხე გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთი კარგად გამაგრებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე ყოფილა.
ქსნის ციხე მოიცავს გალავანს, პრიზმულ კოშკს, ორ ცილინდრულ კოშკს, ხუთსართულიან კოშკს, წყალსაცავსა და მარანს. ნაგებობას თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. ნაგებობის პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი, ასევე ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი. ციხეს მისასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. ციხის კედლები რელიეფს მიუყვება, თუმცა შიდა ტერიტორია სწორია. ნაგებობა გეგმით არაწესიერ მრავალგვერდას წარმოადგენს. გალავანი სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონტრფორსებითაა გამაგრებული. სიმაგრეს ოთხი კოშკი აქვს: დასავლეთის კედლის ცენტრში პრიზმული კოშკია, ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით - თითო ცილინდრული კოშკი, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში - წაგრძელებული გეგმის მქონე ხუთსართულიანი კოშკი. დასავლეთის პრიზმულ კოშკია მოწყობილი ციხეში შესასვლელი. წაგრძელებული კოშკის პირველ სართულზე წყალსაცავი და მარანია. კოშკები ითავსებდა საბრძოლო და საცხოვრებელ ფუქციებს, ისინი აღჭურვილია სათოფურებით, საზარბაზნეებითა და სალოდეებით. ციხის ეზოში ჭისებრი წყალსაცავია, რომელსაც წყლით კერამიკული მილების წყალსადენი ამარაგებდა. ციხის პირველი სამშენებლო ფენა რიყის ქვითაა ნაგები, მეორე ფენაში კი აგურიცაა გამოყენებული.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა