
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კურტანიძეულის წმინდა მარინეს კომპლექსი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალაში, მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.
ეკლესია (10 X 6,7 მ) დარბაზულია, ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო შირიმის კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან კი ბრტყლადაა გადახურული.
ტაძრის სამხრეთით არსებული, რიყის ქვით ნაგები კოშკი (9.5 მ * 9.5 მ-ზე) გეგმით კვადრატულია. მისი სამხრეთ კედელი გალავანშია ჩართული, დანარჩენი ნაწილი კი ეზოშია მოქცეული, შემორჩენილია ორი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთ კედლის ღერძზე. მიწის დონიდამ 4.3 მეტრის სიმაღლეზე. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან - თაღოვანი. სართულის დასავლეთ კედელში სათოფურებიანი ორი მოზრდილი ნიშია. სართულის შუაში მდგარ ოთხკუთხა ბურჯიდან ოთხივე კედელზე გადაყვანილია ნახევარწრიული კამარა.
სამხრეთ დასავლეთ კუთხეში ჩანს მეორე სართულზე ასასვლელი კიბის კვალი. მეორე სართულზე შემორჩენილია შუაში მდგარი სწორკუთხა ბურჯის ქვედა ნახევარი. სართულის ოთხივე კედელში გაჭრილია თითო სწორკუთხა სარკმელი. კომპლექსის გალავანი, რომელიც ნაწილობრივაა შესასვლელი ტეხილის ფორმისაა. გალავანს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს და ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით.
გალავნის გარეთ შემორჩენლია სასახლის ნანაგრევები.
1980 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები: გაიწმინდა მცენარეებისგან, გამაგრდა კოშკისა და გალავნის კედლები, აღდგა ეკლესიის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი, განახლდა ეკლესიის სარკმლებისა და ჩრდილოეთ შესასვლელის მოპირკეთება. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა