ვილა რბონა
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ძეგლი VII-IX საუკუნეებით თარიღდბა. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.
სამრეკლო კომპლექსის შესასვლელის თავზე დგას. იგი მოგვიანებითაა აშენებული ნატეხი ქვით
და არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს. ჩრდილოეთ კედელში სამრეკლოს
თაღოვანი შესასვლელია, განივ კედლებში კი თითო სწორკუთხა სარკმელი. ნაგებობა დაბალი, გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავის მქონე
გუმბათით სრულდება. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის ყელზე ტრომპისმაგვარი კონსტრუქციით
გადადის. კამარის კედლებში სამი პატარა ქვევრია ჩასმული.
სამრეკლო ბნელ კორიდორს უკავშირდება. ეს კორიდორი ძირითადია
და მის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაშია შესაძლებელი მოხვედრა. ძირითადი
კორიდორის გარდა გამოქვაბულში კიდევ ორი კორიდორია.
კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან 1 მეტრითაა შემაღლებული
და ჩანს, რომ კანკელით ყოფილა გამოყოფილი. იმ ადგილას სადაც კლდის
მასივი გახსნილია, საკურთხევლის კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, პატარა სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები თაღოვანი ნიშებითაა
დანაწევრებული. ტაძარს ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი, რომელიც
დარბაზის განათების ძირითადი წყაროა, გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის შუა ნიშში. მეორე კარი კი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია და მეორე კორიდორში გადის.
დამხმარე სადგომი სწორკუთხაა, ცენტრში პატარა საკურთხევლით. ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ გამოკვეთილია თითქმის წრიული მოხაზულობის, გუმბათოვანი კამარით
გადახურული, ერდოიანი სადგომი. კამარა რთული მოხაზულობისაა და წვერში ოვალური ხვრელობი -ერდო აქვს. სადგომის დასავლეთის ნაწილში ღია კორიდორში გასასვლელი სწორკუთხა კარია.
გამოქვაბულის კედლებზე მოგვიანებით სომხური მოსახლეობის მიერ ამოკვეთილია ჩვიდმეტი ხაჩკარი (ხაჩკარი შუასაუკუნეების სომხური ძეგლია, რომელიც რთულ ორნამენტულ კომპოზიციაში ჩასმული დიდი ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენს. გავრცელებულია მთელ სომხეთში).
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა