დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია

5 (1)
ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქვედა გორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იმერეთის მხარეში, ვანისმუნიცი პალიტეტის სოფელ ზედა გორში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის ჯვარგუმბათოვანი, ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძარია, რომელიც აღმოსავლეთით გარეთ გამოსული აფსიდით სრულდება. ნაგებობას აქვს წრიული, რვასარკმლიანი გუმბათი. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, აქვთ სადა მოჩარჩოება, კარის თავზე, თაღებში, რელიეფური დეკორებია განთავსებული. სარკმლები თაღოვანია და მარტივი პროფილის მქონე მოჩარჩოებითაა გაფორმებული. ტაძარს დასავლეთიდან მიშენებული აქვს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ამავდროულად კარიბჭესაც წარმოადგენს. პირველი სართული სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი, მეოთხე მხარეს (აღმოსავლეთის) კი ეკლესიაში შესასვლელი კარია. მეორე სართულზე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან თაღოვანი ღიობებია გაჭრილი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები ყრუა. მესამე სართული, რომელიც ზარებისთვის არის განკუთვნილი, ოთხივე მხრიდან ორმაგი თაღედითაა გახსნილი. თაღები მარტივი კაპიტელების მქონე სვეტებს ეყრდნობა. ეკლესიის ფასადებს სადა ლავგარდანი შემოუყვება. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით.


როგორ მივიდეთ

სოფელი ქვედა გორა იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფერეთის ხეობაში მდებარეობს, ვანიდან 18 კმ-ის დაშორებით. ქვედა გორის ქაშუეთის ეკლესიასთან მიდის სამანქანო გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ფერეთა ჩაის ტური
სოფელი · მთა · კულინარია · სოფლის მეურნეობა · სუფრა · სათავგადასავლო ტურები · ლაშქრობა · კულინარიული ტური · აგროტურიზმი · ჩაის დეგუსტაცია
ფერეთა ჩაის ტური

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
zura jojua

საუკეთესო და შესანიშნავი ადგილი, თუმცა მისამართი არაზუსტადაა მითითებული. ტაძარი ქვედა გორაში მდებარეობს და არა ქვედა გორადან სავალი გზის გავლის შემდეგ. სოფელ ზეინდრიდან 3 კილომეტრის მოშორებით უხუთის დამაკავშირებელ გზაზე.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვედა გორის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!