
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალას ტერიტორიაზე.
კომპლექსი მდებარეობს მდინარე ლეხურას შუა წელში. ძეგლი ნაგებობათა ანსამბლია. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით აბანოცაა. ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით, ინტერიერებში გამოყენებულია აგური და თლილი ქვაც.
ამილახვართა ციხე-დარბაზებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ XVIII საუკუნის ისტორიკოსები სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ. XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-სიმაგრე მდგარა. დასტურდება, რომ საუკუნის 40-იან წლებში გივი ამილახვარს ორი ციხე-დარბაზი ჰქონია ქვემო ჭალაში. ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1728 წელს
1742 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სპასალარმა გივი ამილახვარმა (1689-1754 წწ.) ზემო ქართლის ფეოდალთა აჯანყება მოამზადა სპარსელების წანააღმდეგ. ყიზილბაშთა ჯარი იმამყული-ხანის მეთაურობით ქვემო ჭალასთან დაბანაკდა. სხვილოს ციხეში გამაგრებული ქართველთა ჯარი გივი ამილახვრის სარდლობით შეებრძოლა მტერს და უკუაქცია იგი. იმავე წელს სპარსელთა გაერთიანებულმა ჯარმა ფატალი-ხანის და ქერიმ-ხანის მეთაურობით კვლავ გამოილაშქრა ამილახვრის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა სხვილოს ციხის ზემოთ, მთებში. კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. ყიზილბაშებმა მიატოვეს ბრძოლის ველი და გივი ამილახვრის ციხე-დარბაზებს შეესივნენ. ისინი ჯერ სამთავისისაკენ გაეშურნენ და ქვემო ჭალაში მცირერიცხოვანი გარნიზონი დატოვეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და თავს დაესხნენ ქვემო ჭალაში გამაგრებულ ყიზილბაშებს. მტერი უბრძოლველად უკუიქცა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II გივი ამილახვრის წინააღმდეგ იბრძოდა, ქვემო ჭალის ორივე ციხე-სიმაგრე, ისე როგორც ამილახვრის სხვა ციხე-სიმაგრეები, იმდენად კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ შეტევის დაწყება მძიმე არტილერიის მოსვლამდე შეფერხებულა. გარეშე მტრების შემოსევებმა ქვემო ჭალის კომპლექსი ძლიერ დააზიანა. XVIII საკუნის 30-იან წლებში აშენებული ნაგებობებიდან მთავარი კომპლექსის ეკლესიის, სამრეკლოსა და აბანოს მეტი აქ აღარაფერი დარჩა. XIX საუკუნის დასაწყისში კომპლექსები ბევრჯერ გადაკეთდა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
კოტეჯი მდებარეობს დაბა სურამში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. მისი ...
170.00 ₾ კაცზე
დაჯავშნათუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
590.00 ₾ კაცზე
დაჯავშნაგაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა