
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქვემო ყარაბულაღის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ყარაბულაღში, ადგილობრივთა თქმით ტაძარი უშვილოთა შემწეა.
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის სახელზეც იყო თავიდანვე აგებული, დგას სოფლის ნაპირზე გორაზე. ეკლესია დარბაზულია და საამშენებლო წარწერის მიხედვით 1040 წელსაა აშენებული. გეგმით სწორკუთხა (5x2 მ) დარბაზული ნაგებობა გარედან ნაწილობრივ ნათალი, შიგნიდან კი უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობის ჰორიზონტალობა თითქმის დაცულია. გარედან არქიტრავული და შიგნიდან ტაღოვანი კარი სამხრეთ კედელშია. არქიტრავის ქვის შუაში ბოლნური მედალიონის გვიანი ვარიაციაა ამოკვეთილი რომლის ორივე მხარეს ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი: „სახელითა ღმრთისაითა, ესე ეკლესია წმინიდისა გიორგისი მას ჟამსა აღეშენა ოდეს იოვანეს ჰქონდა ნიკოლოზის ძესა, სადიდებელად სულისა მათისა დღეგრძელებისათვის ძისა მათისა ნიკოლოზისა ქორონიკონი იყო 260 “. აფსიდა ნახევარწრიულია, სარკმელი სწორწირთხლიანია. მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს სხვადასხვა სიმაღლეზე მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია ამოკვეთილი. კონქი მხრარზე გადასულ გათლილი ქვით გადაყვანილ სატრიუმფო თაღს ეყრდნობოდა. დარბაზი დანაწევრებული არაა, შესაბამისად, კამარა კედლებზე იყო გადაყვანილი. ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო და მოხატული. მხატვრობის უსახური ფრაგმენტები ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. 1944 წ. ლ. რჩეულიშვილს ტაძარში უნახავს ქვაჯვარის ბაზისი ჯვრის გამოსახულებით, რის გამოც, მეცნიერი თვლიდა, რომ ეკლესია ქვაჯვარის ბუდედ იქნა აშენებული. ტაძრის გარშემო ქვის გალავნის ნაშთია შემორჩენილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა