დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი კვირიკეწმინდა/კვირიკეთი

კვირიკეწმინდას (კვირიკეთი) ეკლესიის შესახებ

კვირიკეწმინდას ეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევის პირდაპირ მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფ. დვირიდან ჩრდილო- დასავლეთით, 3 კმ-ის მანძილზე.

ადგილობრივი მოსახლეობა მას მოიხსენიებს საკვირიკეს სახელით. გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით კვირიკეწმინდა ააგო გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, ქრისტეფორემ.ცნობილია, რომ ასეთივე ვარაუდს გამოთქვამს რ. მეფისაშვილიც. კვირიკეწმინდა სამნავიანი ბაზილიკაა.შუა, ცენტრალური ნავის კამარა ჩამონგრეულია. დანგრეულია სამხრეთის ნავი და ამოვსებულია თავისივე ნანგრევებით.ასევე დანგრეულია მთავარი ნავის დასვლეთი კედელი მთლიანად. მთავარი ნავი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნავებიდან გამოყოფილია თაღიანი სვეტებით. ჩრდილოეთის ნავიდან გამოოფილია ორი ნახევარწრიული თაღით, რომლებიც მასიურ, ოთკუთხა, კაპიტელიან საყრდენებს ებჯინებიან.თაღებს შუა,კედელს მიუყვება პილასტრი,ადის კამარამდე და ბოლოვდება კაპიტელით.მთავარი ნავის სამხრეთ კედელი განსხვავდება ჩრდილოეთის კედლისგან.სამხრეთი კედლის ცენტრში გაჭრილია სამხრეთის ნავში გამავალი კარები, რომელიც შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი არქიტრავული.სამხრეთის კედლის ცენტრლურ ნაწილში, კამარის ძირში განთავსებულია დაკიდული პილასტრის ქვა. მთავარ ნავს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს, ცენტრში თაღოვანი სარკმელით, რომლის მარჯვენა მხარე ჩამონგრეულია.აბსიდში დგას სწორკუთხა ტრაპეზის ქვა. აბსიდის ჩრდილოეთ მხარეს შემორჩენილია შელესილობისა და ფრესკების ფრაგმენტები.ტაძრის მოხატულობა სამიარუსიანია. პირველ იარუსში , ცენტრში , მჯდომარე მაცხოვარი იქნებოდა გამოსახული. შემორჩენილია მოკეცილი ფეხი, ტახტისა და მუთაქის ფრაგმენტი,ასევე ქერუბიმის, ხარისა და ანგელოზის გამოსახულების ფრაგმენტი.სერგი მაკალათია წიგნში „ ბორჯომის ხეობა“ რომელიც 1957 წელსაა გამოცემული, ნათლად აღწერს აბსიდის მოხატულობასა და წარწერებს. ჩანს , მაშინ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო ტაძრის მოხატულობა. მეორე და მესამე იარუსებზე წმინდა მამები და მღვდელთ მთავრები არიან გამოსახულნი.შემორჩენილია უკვე ძნელად გასარჩევი წარწერებიც. ტაძრის მხატვრობას ს. მაკალათია X-XI საუკუნეებით ათარიღებს. ეკლესიის ჩრდილოეთი ნავი ძალზედ ვიწრო და დაბალია. მის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია ფრესკები: ქალის ფიგურა წელამდე, მეტად შთამბეჭდავი სახით და ახალგაზრდა ვაჟი.ორივვე შარავანდედით.სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იყოს წმინდა ივლიტესა და წმინდა კვირიკეს გამოსახულებები.ჩრდილოეთ ნავის დასავლეთის კედელი ჩამონგრეულია. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ძნელდ თუ მოიძებნება ფრესკების ასეთი ბარბაროსული დაზიანების შემთხვევა.ფრესკებს თვალები საგანგებოდ აქვს ამოთხრილი, ამოკაწრული.არაა გამორიცხული დამიზნებით ტყვიის ნასროლიც.კედლებზე აშკარად შეიმჩნევა წვეტიანი, ბასრი იარაღით შელესილობისა და ფრსკების ჩამონგრევის კვალი. ეკლესიას დასავლეთით ჰქონია მინაშენი, შესაძლებელია კარიბჭე. ეკლესია გადახურული ყოფილა ლორფინებით.მთავარ ნავზე კარგად არის შემორჩენილი რამოდენიმე დიდი ზომის ლორფინი. ეკლესიის კედლები ნაშენია უხეშად დამუშავებული,სხვადასხვა ზომის ქვებით.აშკარაა, რომ აქ დიდი სამონასტრო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.ამას ადასტურებს ტაძრის გარშემო,უზარმაზარ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა, სავარაუდოდ აქ მოღვაწე ბერების კელიებისა და სამეურნეო სათავსოების ნანგრევების არსებობა. 28 ივლისს. წმ ივლიტესა და წმ. კვირიკეს ხსენების დღეს აქ დღესაც აღინიშნება „კვირიკობა“ გასული საუკუნის 80-იან წლებში კვირიკეწმიდიდან გადმოიტანეს სარკოფაგი, შუაზე გატეხილი, რომელმაც საბოლოოდ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიდო ბინა.სარკოფაგზე ბოლნური ჯვარია ამოკვეთილი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კვირიკეწმინდას (კვირიკეთი) ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!