
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ლალისყურის ციხე მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარცხენა შენაკად სტორის (შტორის) მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. ლალისყურის ტერიტორიაზე.
ლალისყურის ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II-მ (იმამ-ყულიხანმა) (1703-1722). გეგმით კვადრატულია. ნაგებია რიყის ქვით. კედლების სიმაღლე 4-5 მ-ს არ აღემატებოდა. კედლების ზედა ნაწილს გასდევს ხის კოჭებზე დაყრდნობილი საბრძოლო ბილიკი. გალავნის კარიბჭე სამხრეთ კედელშია. ციხის კუთხეებში წრიული, მათ შორის კი ნახევარწრიული კოშკებია განლაგებული.
ციხის შიგნით წმ. ნიკოლოზის სახელობის დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც დასავლეთით სამრეკლო აქვს მიდგმული. სამრეკლოს პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა, მეორეზე საცხოვრებელი იყო, მესამეზე – ფანჩატური. XIX ს-ში ჩოლოყაშვილებმა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სასახლე ჩადგეს და ამ კუთხის კოშკი საცხოვრებლად გადააკეთეს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა