
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე, ორბელიანების სასახლე მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი ბორცვის ფერდობზე, ანტიკური ხანის ნამოსახლარზე. სასახლე წარმოადგენს კომპლექსურ ნაგებობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ციხე-გალავანი, სასახლე, მარანი და სხვა სამეურნეო ნაგებობანი.
ციხე-გალავანს მოხერხებული მდებარეობა აქვს: აქედან კარგად ჩანს ქსნის ხეობის დიდი მონაკვეთი და იქ განლაგებული სოფლები და ციხეები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ქალაქი ახალგორი - ქსნის ერისთავების რეზიდენცია. სავარაუდოა ციხე-გალავანი ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის დაკვეთითაა აგებული (მშენებლობის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი). თარიღდება XVIII საუკუნით; XIX საუკუნეში გალავნის სამხრეთ ნაწილი სასახლის ნაგებობაში ჩაურთავთ და გადაუკეთებიათ მის ერთ-ერთ კედლად. ამიტომ მოშლილია გალავნის ზედა ნაწილი - სათოფურების ზედა რიგი საბრძოლო ბილიკის დონეზე.
სასახლე აუშენებია ივანე ორბელიანს მისი მეუღლის, ნინო თორნიკეს ასულ ერისთავის მამისეულ ნამზითვ მამულში. ამიტომ სასახლე ორბელიანების სახელითაა ცნობილი. XIX საუკუნის შუა წლებში მისი ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ალექსანდრე ორბელიანის დედამ ნინო თორნიკეს ასულმა ერისთავმა ციხე-გალავანი სასახლითა და მამულებით თავის რძალს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს უბოძა.
ორბელიანთა სასახლის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდნენ ცნობილი მოღვაწენი. თვით მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941 წწ.), შვილი პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890 წწ.), ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე იყო. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ, დროდადრო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვახტანგ ორბელიანი, ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ.), რომელსაც ცოლად ჰყავდა მარიამ ორბელიანის ძმისშვილი ანასტასია ნიკოლოზის ასული ორბელიანი, ცნობილი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე (1870-1917 წწ.) - ივანე ჯავახიშვილი ქვისლი და სხვა. ამ სახლში იყო ორბელიანთა მდიდარი საგვარეულო ბიბლიოთეკა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა