
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ლეხზირი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. განვითარებულია მყინვარული ძაბრები, მაგიდები, სოკოები და წისქვილები. მრავლად გაედინება ნადნობი წყლის ნაკადულები, რომლებიც თავს იყრიან აღმოსავლეთი ტოტის შუა მონაკვეთზე მდგარ ორ მოზრდილ ტბაში. საზრდოობს მწვერვალების ბაშილის, სვეტღარის, მარიანაჟის, ლაცხის, ჯანთუგანის, ულუყარის, ბჟედუხის და დალაყორის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და ზვავებით. ლეხზირიდან გამოდის მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადი მესტიაჭალა.
1960 წელს მყინვარი სამი ნაკადისაგან შედგებოდა და გეგმაში მას ჯვრისმაგვარი ფორმა ჰქონდა. მყინვარის ფართობი 35,96 კმ² იყო, ხოლო სიგრძე 15,90 კმ (მარცხენა ნაკადის). მყინვარის ენა ზღვის დონიდან 1970 მეტრზე მთავრდებოდა.
2011 წელს გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიურმა ჯგუფმა ლევან ტიელიძის ხელმძღვანელობით მყინვარ ლეხზირზე ჩაატარა საველე ექსპედიცია. ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მყინვარის ცენტრალურ ნაკადს ძირითად ორ ნაკადთან ძალიან სუსტი კონტაქტი ჰქონდა. 2012 წლის კოსმოსურ სურათზე ეს კონტაქტი უკვე გაწყვეტილი იყო. მათი გაყოფა სწორედ 2012 წელს მოხდა. ამის შედეგად წარმოიქმნა ერთი ყველაზე დიდი კარული ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში — ჩრდილოეთ ლეხზირის სახით (ცენტრალური ნაკადი) და ერთი ხეობის რთული ტიპის, ორი ნაკადისაგან შემდგარი, საქართველოს ყველაზე დიდი მყინვარი ლეხზირი. 2015 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ (ცენტრალური) ლეხზირის მყინვარის ფართობი 6.27 კმ²-ია. ლეხზირის ორი მთავარი ნაკადისაგან შემდგარი მყინვარის ფართობი 23.26 კმ², ხოლო სიგრძე (მარცხენა ნაკადის) 14.54 კმ. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2320 მეტრზე მთავრდება.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა