
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხნში მდებარეობს. აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ტაძარი X საუკუნით თარიღდება. ლიხნის ეკლესიაში საკმაოდ ბევრი საყურადღებო წარწერაა შემორჩენილი. წარწერებში იხსენიებიან გაერთიანებული საქართველოს მეფეები ბაგრატ IV და გიორგი II. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ერთ-ერთი წარწერა, რომელიც 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენას გვამცნობს. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. ტაძრისთვის მოგვიანებით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით ღია ეგვტერები მიუშენებიათ. მცირე ზომის გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. ფასადები მოურთველია, ერთიან სიბრტყეებს მხოლოდ სარკმლების ღიობები ანაწევრებს. ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის ორი ფენა - X-XI და XIV საუკუნეების. ფრესკები სასიამოვნო კოლორიტით, დინამიურობითა და ექსპრესიულობით ხასიათდება. ლიხნის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამიტომაც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. 2010 წელს აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა პროფესიონალი რესტავრატორების გარეშე და არსებობს ძეგლის ავთენტურობისა და მასზე ისტორიული კვალის წაშლის საფრთხე.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა