
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მადათაფის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2108 მეტრზე. ის მადათაფის აღკვეთილის შემადგენლობაში შედის. ჯავახეთის ვულკანურ მთებსა და გაშლილ სივრცეებში მოქცეული ლურჯად მოელვარე ტბა ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს. ეს ადგილი შესანიშნავია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. ტბას ხშირად სტუმრობენ ფოტოგრაფები, რადგან აქ უამრავი მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველი იყრის ზაფხულობით თავს. ვრცელი ხედები, მრავალფეროვანი ფერთა გამა და ეგზოტიკური ფრინველებით ავსებული გარემო უამრავ ტურისტს იზიდავს. მადათაფის ტბისკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ სოფელი გორელოვკაც მოინახულოთ, სადაც დუხობორების ფერადი და განსხვავებული არქიტექტურით დატკბებით. ბუნებაში განტვირთვისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის მადათაფის ტბა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ტბა ზამთარში სრულიად იყინება და აფერადებული გარემო ზღაპრულ, თეთრად მოელვარე სამყაროდ გარდაიქმნება.
მადათაფის ტბა წვიმის, თოვლისა და მიზისქვეშა წყლებით საზრდოობს. მისი სარკის ფართობი 8,78 კმ²-ა, უდიდესი სიღრმე კი - 1,7 მ. ქვაბული ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგადაა წარმოქმნილი. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C-ა. მას დაბალი ნაპირები აქვს და სანაპირო დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით. ტბაში თევზი არ არის. მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა