
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მარანი სევსამორა დაარსდა 2015 წელს. იგი წარმოადგენს როგორც ტურისტულ, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით ობიექტს.
მარანი სევსამორას ძირითადი მიზნებია:
მარნის საკუთრებაში 7 ჰექტარი ვენახი. აქედან 4 ჰექტარზე გაშენებულია ბიო ვენახები, რომელსაც კავკასერტის მიერ მიენიჭა ოფიციალური ბიო ვენახის სტატუსი, 2019 წლის, ივლისის თვეში. ბიო ვენახებში მუშაობის პრაქტიკა დაფუძნებულია ორგანურ მეურნეობაზე, რაც გულისხმობს ორგანულად სუფთა, ბიო პრეპარატების გამოყენებასა და მიწის ბიო მკვებავებით განოყიერებას. თითოეული ჰექტარი დამუშვებულია ხელით, ორგანული მეურნეობის შესაბამისი წესების დაცვით.
ბიო ვენახებში გაშენებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: საფერავი, ქისი, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ასევე იშვიათი ჯიშები : ბუზა, სიმონასეული, კაბერნე ფრანი, დანახარული, ასურეთული შავი, თავკვერი, შავკაპიტო
მარანში 300 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია ქვევრები და უახლოესი, თანამედროვე Bucher Vaslin-ის ფირმის დანდგარები. მარანი დღეის მდგომარეობით აწარმოებს მხოლოდ ქვევრის ღვინოს, რომელიც დაყენების თითოეულ ეტაპზე გადის ლაბორატორიულ შემოწმებას.
2019 წელს მარანმა ჩამოასხა 7 სახეობის , 20 000 მდე ბოთლი, რომელიც დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. 2020 წელს კი ქვევრის ღვინის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა 45 000 ბოთლამდე გაიზრდება, საიდან დაახლოებით 25 % ბიო ღვინის წარმოებას დაეთმობა.
მარნის ტერიტორიაზე განთავსებულია რეკრიაციული ზონა და სადემონსტრაციო ვენახები, ტერასების სახით, სადაც გაშენებულია 50-მდე ვაზის საკოლექციო ჯიში. მარანი გთავაზობთ ღვინის დეგუსტაციებს, ტურებსა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებს.
მარანი სევსამორა სტუმრებს სთავაზობს ღვინის ტურებსა
და რთველში მონაწილეობას .
ღვინის დეგუსტაცია
·
საკოლექციო ვენახის დათვალიერება, სადაც ტერასების სახით
გაშენებულია 50-მდე ვაზის ჯიში
·
ტური ღვინის მუზეუმსა და ღვინის საცავში, ქართული ღვინის
ისტორიისა და კულტურის გაცნობა
·
ტური მარანში, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული
მეთოდის გაცნობა
·
3 ქვევრის ღვინის დეგუსტაცია + 1 ჭაჭა, მუხის კასრში
დავარგებული
·
ღვინის არომატებისა და გემოვნური თვისებების გაცნობა
·
ქართული პური, ქართული ყველი ყველი, წყალი
*ფასი: 25 ლარი
*1 დამატებითი ჭიქა - 8 ლარი
*ტურის ხანგრძლივობა 1-1,5
*მინიმუმ 5 ადამიანი
+ ბიო ვენახების
მონახულება
*ფასი 10 ლარი
*1 დამატებითი ჭიქა- 8 ლარი
*ტურის ხანგრძლივობა 1,5 -2
*მინიმუმ 5 ადამიანი
+ ლანჩი
*ფასი 25 ლარი
*1 დამატებითი ჭიქა- 8 ლარი
*ტურის ხანგრძლივობა 2-2,5
*მინიმუმ 5 ადამიანი
რთველი - სეზონური
აქტივობა
(ტური იწყება 10 სექტემბრიდან და გრძელდება ოქტომბრის
ბოლომდე)
ტურის აღწერილობა:
·
ყურძნის დაკრეფა და ჩაბარება
·
საკოლექციო ვენახის დათვალიერება, სადაც ტერასების სახით
გაშენებულია 50-მდე ვაზის ჯიში
·
ტური ღვინის მუზეუმსა და ენოთეკაში, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის
გაცნობა
·
ტური მარანში ,ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული
მეთოდის გაცნობა
·
ღვინის დაყენების პროცესის დაკვირვება
*ფასი: 30 ლარი
- 1 ადამიანი
*ადამიანის მინიმალური
რაოდენობა 5
*ტურის ხანგრძლივობა
1,5
*21 და მეტი ადამიანის შემთხვევაში გთავაზობთ 15 % იან ფასდაკლებას
+ ღვინის დეგუსტაცია
*ფასი: 25 ლარი
- 1 ადამიანი
*ადამიანის მინიმალური
რაოდენობა 5
*ტურის ხანგრძლივობა
1,5-2
*21 და მეტი ადამიანის შემთხვევაში გთავაზობთ 15 % იან ფასდაკლებას
+ლანჩი
ფასი: 25 ლარი
- 1 ადამიანი
*ადამიანის მინიმალური
რაოდენობა 5
*ტურის ხანგრძლივობა
2-2,5
*21 და მეტი ადამიანის შემთხვევაში გთავაზობთ 15 % იან ფასდაკლებას
მთავარი მენიუ
·
სეზონური ფხალის ასორტი
·
ნიგვზიანი ბადრიჯანი
·
კიტრი-პომიდვრის სალათი
·
მჭადი
·
ხაჭაპური
·
4 სახეობის ყველის ასორტი
·
4 სახეობის ძეხვის ასორტი
·
პური
·
ქართული ნუგბარი
·
მწვადი მაყალზე
ვეგეტარიანული მენიუ
·
სეზონური ფხალის ასორტი
·
ნიგვზიანი ბადრიჯანი
·
კიტრი-პომიდვრის სალათი
·
მჭადი
·
ლობიანი
·
მწნილის ასორტი
·
პური
·
ქართული ნუგბარი
·
ბოსტნეული გრილზე
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა