
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ახალი ხატი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის დასავლეთით 1,5-2 კილომეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება XVI-XVII საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით - ტლანქად. გარედან ნაკრები ბათქაშითაა დაფარული. მოგვიანებით ეკლესია შეუთეთრებიათ. მნიშვნელოვნად გაუგანიერებიათ შესასვლელი, ხოლო კამარის გასამაგრებლად გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში აუგიათ თითო სწორკუთხა ბურჯი, რომლებზეც საბჯენი თაღია გადაყვანილი. შეკეთების დროს ნახმარია აგური. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული. ჩამოშლილია კრამიტის საბურავი და ფასადებზე წყობის უმეტესი ნაწილი. დაბზარულია საკურთხევლის კედლები და კამარა. ჩამოშლის პირასაა კამარის გასამაგრებელი საბჯენი თაღი. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა.
ეკლესია XVI-XVII საუკუნეებში მოუხატავთ. მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილია კონქში, დარბაზის გრძივ და დასავლეთ კედლებზე. კონქში ვედრების კომპოზიციის ფრაგმენტებია. ცენტრში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მკერდთან სახარება აქვს მიტანილი. კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, ყვითელი ყვავილების ფონზე, ღვთისმშობელი და ექვსფრთედია გამოსახული.
მოხატულების მეორე რეგისტრში, სარკმლის ჩრდილოეთით, ასომთავრული წარწერის მიხედვით, იოანე ოქროპირია გამოსახული. სარკმლის სამხრეთით ეკლესიის ორი მამის გამოსახულებათა ფრაგმენტებია. სარკმლის ქვემოთ, მოწითალო-ყავისფერი ხაზით შემოსაზღვრულ მონაკვეთებზე ქრისტე ევმანოელის წელზედა გამოსახულებაა. მას მკერდთან გადაჯვარედინებული ხელების მტევნები მხრებს ზემოთ აქვს გაშლილი. საკურთხეველში, სარკმელსა და ჩრდილოეთ ნიშს შორის, შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერა თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. იკითხება მხოლოდ რამდენიმე ასო. სარკმლის წირთხლებზე მცენარეული ორნამენტია. დარბაზის გრძივი კედლების ქვედა ნაწილში, ყვითელ ფონზე, რომელიც მოწითალო-ყავისფერი წერტილებითაა დაფარული, ქტიტორთა გამოსახულებებია. ყველა ფიგურა ფრონტალურადაა წარმოდგენილი, მარჯვენა ხელი მკერდთან აქვთ მიტანილი, იდაყვში ოდნავ მოხრილი მარცხენა ხელი - ჩამოშვებული. სამხრეთ კედლის დასავლეთ და სამხრეთ მონაკვეთზე გამოსახულ ფიგურებს მარჯვენა ხელში ფიალა უჭირავთ. დასავლეთ კედელზე გამოსახულ ერთმანეთის გვერდით მდგომ სამ ფიგურას, რომელთა მხრები ერთმანეთს ეხება, ასომთავრული წარწერა ახლავს: “ძმანი ე. . .“. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრში, ყვავილების ფონზე, შემორჩენილია ტახტზე მჯდომი დიდი ფიგურის (ქრისტე - მღვდელმთავარი) ტერფები და სხეულის ნაწილი. მხატვრობა ხალხურ ნაკადს მიეკუთვნება. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. გამოყენებულია ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, მოცისფრო-ნაცრისფერი და თეთრი ფერები. ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომელიც მხოლოდ გრძივ ფასადებს შემორჩა. ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაშენი კვადრატული ნაგებობების ნანგრევები.
ეკლესია უმძიმეს დგეშია და ძალიან მალე დაინგრევა, თუ სასწრაფოდ არ დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა