
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხვარიშში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთით მთელ სიგრძეზე და დასავლეთის ფასადის კუთხეში მინაშენი ეკვრის. როგორც ჩანს, ტაძარს მინაშენი დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც მთლიანად მიუყვებოდა. შესასვლელი სამია - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით, დასავლეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი, სამხრეთის შესასვლელი ორივე მხრიდან თაღოვანია. დასავლეთის კარის თავზე მცენარეული მოტივის ორნამენტია მოთავსებული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო დიდი თაღოვანი ნიშია განლაგებული. კამარის საბჯენი თაღი ერთ წყვილ პილასტრს ეყრდნობა. კამარას და კონქს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს. ეკლესიას ოთხი სარკმელი ანათებს - ერთი სარკმელი საკურთხეველშია, ერთი - დასავლეთ კედელში, ორი კი - სამხრეთ კედელში. ეკლესიის სამხრეთი მინაშენიდან თავდაპირველი მხოლოდ აფსიდის ნაწილი და ეკლესიის კედელს გაყოლებული თაღნარია, დანარჩენი ნაწილი კი 1986 წელს, ძეგლის რესტავრაციის დროს არის აგებული. თაღნარის კაპიტელები სხვადსხვაგვარი ორნამენტებით არის შემკული. მინაშენს შესასვლელი სამხრეთით აქვს, იგი მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ეკლესიის ფასადები თავდაპირველად მთლიანად შელესილი იყო, დღესდღეობით ნალესობის მცირე ფრაგმენტებია დარჩენილი, სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია მოხატულობის კვალიც. სამხრეთ კედელზე სხვასხვა რელიეფური გამოსახულებებია მიმობნეული, მრავლად გვხვდება ხელის მტევნების რელიეფები. ტაძრის სამხრეთის შესასვლელის ხის კარი მთლიანად მოჩუქურთმებულია. კარს აქვს წარწერა, რომელშიც იხსენიება ოსტატი აგიდულიანი კვირიკე, იმავე წარწერის მიხედვით კარი X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია მიქაელ მაღლაკელის მიერ 1140 წელს. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი შირიმის კვადრებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა