დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია IMG_3758 IMG_3757 IMG_3761 მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია

მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის სატაძრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, სოფლის ცენტრში მდებარეობს. ანსამბლის შემადგენლობაში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები და სამრეკლო. ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება, გალავანი და კოშკები გვიანი შუასაუკუნეებისაა, სამრეკლო კი XIX საუკუნეშია აგებული. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიან შუასაუკუნეებში აღდგენილი ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტული სამკაულები.


არქიტექტურა

XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებითაა ნაშენი. ფასადებში გამოყენებულია მწვანე ფერის ქვის ჩანართები. ტაძრის გუმბათი აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ნახევარწრიულ აფსიდს სამი სარკმელი აქვს და იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. ტაძრის აღმოსავლეთით მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე სამკვეთლო და სადიაკვნეა განთავსებული, სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე კი სამალავი საკნები. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, გრძივი მკლავები კი საკურთხეველზე ღრმა ბემის დამატებითაა გათანაბრებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი ზევით ძალიან შევიწროებულია. ტაძრის მკლავები ნახევარწრიული კამარებითაა გადახურული. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღები ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯებს ეყრდნობა, მეორე მხარეს კი - ორნაწილიან პილასტრებს. ტაძრის მორთულობა დაზიანებულია, ორნამენტული ჩანართები ბევრგან შეცვლილი და გადაწყობილია. ფასადებზე ერთი და იგივე, ძირითადი დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლების მოჩარჩოება, ასევე მრავლად არის გამოყენებული მედალიონები. ეკლესიას ორი, შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა, შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან.
გვიანი შუასაკუნეების გალავანი, რომელიც კომპლექსს გარს ერტყმის, ნაშენია ნატეხი ქვით. წყობაში ასევე გამოყენებულია მოზრდილი ზომის ლოდები, აგური და რიყის ქვაც. XIX საუკუნეში მისთვის დასავლეთის მხრიდან რიყის ქვით ნაგები სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა მიუშენებიათ. გალავანს სამხრეთიდან ჰქონია კარიბჭე, სადაც ამჟამად რკინის კარია ჩამოკიდებული. ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავანში კოშკები ჩაშენებული. ერთი კოშკი სწორკუთხა ყოფილა, მეორე კი ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება. ცილინდრულ კოშკზე XIX საუკუნეში დაუშენებიათ აგურით ნაგები სამრეკლო. იგი კვადრატული გეგმის ოთხ სვეტზე დაყრდნობილ ფანჩატურს წარმოადგენს, რომლის ღიობებიც ნახევარწრიულია და დახურულია პირამიდისებრი, ქვით მოშანდაკებული სახურავით.


როგორ მივიდეთ

სოფელი მეტეხი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, კასპიდან 10 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის მოასფალტებული სამანქანო გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!