
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მარშრუტი ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარცხენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარჯვენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ. ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. აქვეა მოწყობილი გადასახედი. გადასახედიდან გზა ქედის თხემს მიუყვება, გაივლის ვაშლოვანის დაცვის სადგურს და ეშვება ჩიღოელთ ხევში, რომლის ნათელი ტყით დაფარული ფერდობები გაზაფხულობით სავსეა ულამაზესი კვირიონებით, ყაპყაპებით და მოლაღურებით. აქედან გზა ნათლისწყლის ხეობაში გადადის. ხეობაში წყალი მუდმივად არის, თუმცა ზოგ ადგილზე ის მიწისქვეშ მიედინება, ზოგან კი მიწის ზემოთ ამოდის და წვრილი ფრინველების საყვარელ თავშეყრის ადგილს ქმნის. სწორედ ასეთ ადგილზე მდებარეობს სასაზღვრო პუნქტი, რომლის გავლის შემდეგ გზა კაკბებით მჭიდროდ დასახლებული „უსახელო“-ს გადასახედისკენ მიემართება, საიდანაც მოსჩანს ბედლენდების ვრცელი მასივი, რომელსაც “ალესილებს” უწოდებენ. გადასახედიდან გზა თანდათან ქვემოთ ეშვება და ალაზნის ჭალაში ჩადის.
ღამის გათევა ადგილზე არსებულ ღამის სათევებში არის შესაძლებელი. მეორე დღეს ტური მიემართება შავი მთისკენ. სადაც საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელამდე მისვლა. იქიდან გზა იმედას ხეობაზე გადის და უახლოვდება კოლხური ხოხბის საბინადრო – შავი მთის ტყეებს. აქვეა საპიკნიკე და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საფეხმავლო მარშრუტით შავი მთის მონასტრამდე მისვლა.
ბილიკი პატარა ქედის თხემზე გადის, რომლის მარცხენა მხარეს ფართოფოთლოვანი ტყე მოჩანს, ხოლო მარჯვნივ ალაზნის ველი და მინგეჩაურის წყალსაცავი. ბილიკი ძველი მონასტრის ადგილზე წყდება, სადაც IV-V საუკუნის ტაძრის იატაკის და საძირკვლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. კარგი ამინდის შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც აორთქლება ნაკლებია და ჰაერი გაწმენდილია, შესაძლებელია კავკასიონის ქედის დანახვა.
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვადასალევი წყლის ავსება თუა შესაძლებელი სადმე ახლომახლო, მიჯნისყურესთან?
მოგესალმებით!
დასალევი წყლის ავსება შესაძლებელია მიჯნისყურეში, სადაც ფუნქციინირებს ჭა
მადლობა
rodis aris turi?
მოგესალმებით, ეს არის მარშრუტის აღწერა. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით საიტზე არ გვიდევს ტური. თუმცა ვიმედოვნებთ მალე დაემატება