დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთი მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა მთის რაჭა

მთის რაჭის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გამარჯობათ. გთავაზობთ არასტანდარტულ განსხვავებულ ზემო და მთის რაჭის ორდღიან ტურს საინტერესო ადგილების დათვალიერებას ჯიპით. შქმერი, მრავალძარი, ( წმინდა გიორგის ტაძარი ) უწერა, ( მინერალური წყლები ) .შოვი, ( მინერალური წყლების და სტალინის სახლი ) , ჭიორა ( კვირაცხოვლის ტაძარი ) , ღები, ( ღების მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, დედაღვთისა ) გონა, ( მთავარანგელოზის ტაძარი ) ნოწარა ( მინერალური წყლები ) ...ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ ფეხით სალაშქრო ტურები...

ტურის პროგრამა ;

პირველი დღე

შქმერის უღელტეხილი ( ხახათის უღელტეხილი ) — უღელტეხილი საქართველოში, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ.

სოფელი შქმერი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. ამავე სახელწოდების თემის ცენტრი. (სოფლები: შქმერი, უშოლთა, ხარისთვალი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. სოფელი მდებარეობს მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემო ნაწილში. ნიადაგის საფარი საშუალო, ხოლო მცენარეული საფარი სუბალპური ზონისაა. ხასიათდება ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ულამაზესია ძნელად მისადგომი ხეორის კანიონი (ხეორის ძველი კალაპოტი

სოფელი მრავალძალი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში,. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1900 მეტრზე,

მრავალძარში მდებარეობს XI საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია . ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ. მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა.

მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიაში მრავალი ისტორიული ნივთი ინახებოდა. 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. გიორგი ბოჭორიძის ცნობით ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცვული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები).

შოვი — კურორტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში,[1] მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი,

ღები — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ღები, გონა, პატარა ღები). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მეტრი. სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს)

გონა- ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა შვე­ი­ცა­რი­ას შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს.

სო­ფე­ლი გონა ღე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. ის ღებ­ზე მაღ­ლაა და მყინვარებითაა შე­მო­ზღუ­დუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რის (რი­ო­ნის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი) ნა­პი­რას. ზღვის დო­ნი­დან 1700 მეტრზე.

2002 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით სო­ფელ­ში ცხოვ­რობს 2 კაცი. მას შემ­დეგ, რაც აქა­უ­რო­ბა და­ი­ცა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბამ სო­ფე­ლი სა­ზა­ფხუ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­ძო­ვარ-სა­თი­ბად აქ­ცია.

გო­ნამ­დე ჯერ ო­რბე­თი უნდა გა­ი­ა­რო, მერე ვე­ლე­ბი, ჩვე­შო, ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბის სა­ლო­ცა­ვი საჯ­ვა­რია. კლი­მა­ტი თან­და­თან საგ­რძნობ­ლად იც­ვლე­ბა. გო­ნას მთელ სიგ­რძე­ზე მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რი გას­დევს. სო­ფე­ლი მის ცალ მხა­რე­საა და­სახ­ლე­ბუ­ლი. ძვე­ლი ხის სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით დგას.

სო­ფელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის X საუკუნის ბაზილიკური ძეგლი, დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ეკ­ლე­სია. შიგ­ნი­დან და გა­რე­დან მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია კარ­გად გათ­ლი­ლი ში­რი­მის ქვით. გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სე­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით -

ნოწარა-

ტრანსპორტი:

პიკაპი ford ranger

თეგები: #ლაშქრობა #4X4 #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები #ჯიპ-ტური
42.581273 , 43.440841
ხანგრძლივობა: 4 საათი
ჯამური მანძილი: 250 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+64
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ რაჭაში

კოტეჯი
კოტეჯი ნიკორწმინდაში
სოფელი · კურორტი · ტბა · მდინარე · მღვიმე / გამოქვაბული · ეკლესია / მონასტერი · ისტორიული ძეგლი · მთა · კოტეჯი · ეთნოგრაფიული · Zip-Line
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
რეზი ჯიჯავაძე
რეზი ჯიჯავაძე

რაჭის ტური ერთ დღიანი

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მთის რაჭა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!