![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ველოტური იწყება ლისის ტბასთან და ასფალტიანი სამანქანო გზით ადის მუხათწყაროში. მუხათწყარომდე საკმაოდ რთული აღმართებია, თუმცა ასფალტიანი გზა შედარებით ამარტივებს გადაადგილებას. მუხათწყაროს შემდეგ მარშრუტი გაივლის მსხალდიდში და ეშვება მარჯვნივ, ბევრეთის მიმართულებით. ასფალტიანი გზა მხოლოდ მუხათწყარომდეა, აქედან მსხალდიდამდე ნორმალური გრუნტიანი გზა დაგხვდებათ ხოლო მსხალდიდიდან ბევრეთამდე არის მიტოვებული სამანქანო გზა, რომელზეც დიდი ხანია მანქანები აღარ დადიან და შედარებით მეტ სირთულეს შეხვდებით. ამ მონაკვეთში საკმაოდ დიდი დაღმართებია. გზად პატარა მდინარეებიც შეგხვდებათ და შეძლებთ წყლის მარაგის შევსებას.
მარშრუტი პირდაპირ ბევრეთის დედათა მონასტერთან ჩადის, ამის შემდეგ კი ჩვეულებრივი მოქმედი გრუნტიანი სამანქანო გზა მიუყვება თბილისამდე. ჯერ გაივლით წოდორეთს და შემდეგ დაასრულებთ იგივე ადგილას საიდანაც დაიწყეთ. ამ მარშრუტის გავლა პირიქითაც შეიძლება, ბევრეთიდან მუხათწყაროსკენ, თუმცა ბევრეთი - მსხალდიდის მონაკვეთში საკმაოდ ციცაბო აღმართებია და ველოსიპედის ხელით ატანა მოგიწევთ ზოგ ადგილას. ამიტომ უმჯობესია შედარებით მარტივი, ასფალტიანი გზით ახვიდეთ აღმართში და უფრო ტექნიკური გზით დაეშვათ. ახალ ნაწვიმზე მარშრუტის გავლა არ არის რეკომენდებული, რადგან გზა ტყეში გადის და ტალახში ველოსიპედით სიარული შეუძლებელი იქნება.
ამ მარშრუტზე რეკომენდებულია სამთო (MTB) ტიპის ველოსიპედის გამოყენება, რადგან გზის უმეტესი ნაწილი გრუნტიანი და საკმაოდ რთულია.
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა