დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Company - 940 x 788 – 3
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად

მზეწვერის წმ. გიორგის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ფასანაურის სამხრეთ მიმართულებით მდებარე სოფელ ბუჩიანის სამხრეთით მდებარე ტყით დაფარულ მთის წვერზე, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე.

კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულებისა და ქრონოლოგიურად განსხვავებულ რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომლებიც მცირე ფართობზე მჭიდროდაა განლაგებული. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა – IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია; მისგან დასავლეთით ორი სწორკუთხა ნაგებობა დგას, ხოლო სამხრეთით, ერთიმეორეზე მიშენებული სამი სხვადასხვა ზომის სადგომი. ამ მხარეს რელიეფი დაბლდება, რის გამოც სადგომების ჩრდილოეთი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი.

ინტერიერი შელესილი და მოხატულია. მოხატულობა XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება.

საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების რთული რედაქცია. აფისიდის ქვემოთა რეგისტრში გამოსახულია რვა წმინდა მამის ფრონტალური ფიგურა, რომელთა შორის განთავსებულია ანთებულ სანთლებიანი ორი შანდალი. დანარჩენ სამ კედლეზე მოხატულობა (ფრაგმენტულადაა შემორჩენილი) ორ რეგისტრადაა წარმოდგენილი. კედლებზე გაირჩევა შემდეგი კომპოზიციები: სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრის დასავლეთის ნაწილში – იერუსალიმში შესვლა. ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში – ნათლისღება, დასავლეთ ნაწილში ფერისცვალება. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში – ლაზარეს აღდგინება, ჩრდილოეთ ნაწილში – მირქმა. ამავე კედლის ქვედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში – წმ. გიორგის ციური კურთხევა, ჩრდილოეთ ნაწილში – სულიწმინდის მოფენა. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრის დასავლეთ ნაწილში – ღვთისმშობლის მიძინება. აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია საერო პირი (ალბათ მინდატუხუცესი ჭიაბერი, რომელიც ფლობდა „შიდა მთიულეთს“ 1191–1205/8 წლებში).პილასტრებზე განირჩევა ცალკე მდგომ ფიგურათა ფრაგმენტები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე ტურები

რუკა

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მზეწვერის წმ. გიორგი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!