დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია Nakhiduri Hall Church, დარბაზული ეკლესია

ნახიდურის დარბაზული ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ნახიდურის (ცურტავის) X-XI საუკუნეების დარბაზული ეკლესია მდებარეობს თანამედროვე სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის მხარეში.

ნახიდურის ეკლესიის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ის სხვადასხვა სამთავრობო თუ კერძო ინტერნეტ, ბეჭდურ მასალებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება, კერძოდ აღნიშნული სოფელი და შესაბამისად ეს ეკლესია შეიძლება იწოდებოდეს როგორც ნახიდურის, ცურტავის თუ არუხლო/არახლოს სახელით.

სახელი „არუხლო“ ამ პუნქტს XVIII ს-ში აქ დასახლებულმა თურქულენოვანმა ტომებმა უწოდეს (ბერძენიშვილი). წყაროებში ხშირად არუხლო „არახლო-არუხლუს“ ფორმით იხსენიება. სახელწოდება „ნახიდური“ XII ს-დან არის ცნობილი მდ. ხრამზე გადებული ხიდის დანგრევის შემდეგ. ნახიდური, მდ. ხრამის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე მდებარე ორი სოფლის – ახლანდელ არუხლოსა და ქოლაგირის ადგილზე მდებარეობდა. გამოთქმულია მოსაზრება გაჩიანისა და ნახიდურის იგივეობის შესახებ (მელიქსეთ-ბეგი). ნახიდურის, „ნახიტირის“ სახელით მდ. ქციასაც იხსენიებენ (გიულდენშტედტი).

1118 წ. თურქებთან სალაშქროდ მიმავალი დავით აღმაშენებელი (1089-1125) ნახიდურში შეჩერებულა (ქც 1: 334,17). 1295 წ. დავით VIII-მ (1293-1313) ყაზან-ყაენის (1295-1304) მოთხოვნით ნახიდურში გადასცა მონღოლებს მასთან შეხიზნული თუქალ ნოინი და მისი შვილი (ქც 2: 299,18). 1407 წ. გიორგი VIII (1393-1407) ნახიდურთან დაიღუპა თურქების (შავბატკნიანთა) ერთ-ერთი შემოსევისას (ქც 4: 276,სქ.1). 1599 წ. სიმონ I-მა (1556-1600) იერიში მიიტანა ნახიდურთან დაბანაკებულ ოსმალებზე. XVI ს-ში, ქართლის სამეფოს სადროშოდ დაყოფის შემდეგ, ნახიდური ჯერ „საბარათიანოში“, ხოლო შემდეგ „საორბელოში“ შედიოდა. 1646 წ. როსტომ მეფემ (1632-1658) ნახიდურის მოურავად ბეჟან ყარჩიღასაშვილი დანიშნა. 1696 წ. ნახიდურის და ქოლაგირის მოურავობა ერეკლე I-მა (1703-1709) პაპუა ორბელიშვილსა და მის ძმებს უბოძა. 1721 წ. აღწერით ნახიდურში 5 მებატონე, 27 გამომღები და 7 ბოგანო ყმა ითვლებოდა. ნახიდური მეფის დომენად მიიჩნეოდა. ვახტანგ VI-მ (1716-1724) ნახიდურიდან რუ გაიყვანა ხუნანის მოსარწყავად. 1736 წ. არუხლო სამემკვიდრეოდ მოურავ ანდრონიკაშვილს გადაეცა. 1787 წ. სახელწოდება „ნახიდური“ უკანასკნელად იხსენიება ამიერიდან ეს პუნქტი „არუხლოს“ სახელითაა ცნობილი.

არუხლოს მახლობლად, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე არხის გაყვანისას აღმოჩნდა თიხის ქილაში შენახული მონეტათა განძი (ვერცხლის – 24, ყაანური და ჰულაგუიდური). მონეტები თარიღდება XII-XIV სს-ით (სინაურიძე).

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნახიდურის დარბაზული ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!