
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნახიდურის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის (ყოფილი არუხლო) ტერიტორიაზე.
ეკლესია დგას მთის ფერდის გავაკებაზე ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზული ნაგებობა ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებითაა დუღაბზე ნაგები. წყობის ჰორიზონტალობა ადგილ-ადგილ დარღვეულია. დგას ერთსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი და ნაოთხალიანი.
1118 წლის ადრე გაზაფხულზე, ბზობას, დავით აღმაშენებლმა ნახიდურს ზატიკი (სააღდგომო ზეიმი) გადაიხადა. აქ მას მოახსენეს ამბავი თურქთა მიერ ჯავახეთში ბეშქენ ჯაყელის მოკვლის შესახებ. მიუხედავად დიდებულთა წინააღმდეგობისა, დავითმა სასწრაფოდ გაილაშქრა და რახსის (არაქსის) პირას მდგარ სელჩუკებს დაესხა თავს. „მოსრა სიმრავლე მათი, და წამოიღო ტყვე და ალაფი ურიცხჳ“
ნახიდურის ის ეკლესია სადაც დავითმა ზატიკი გადაიხადა სწორედ ეს ტაძარი უნდა იყოს, რადგან იგი მთის ფერდზე გავაკებაზე მდებარეობს და ხედები ქვემო ქართლზე ხელის გულივით იშლება.
ასევე სოფელ ნახიდურთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ისტორიული მოვლენები, კერძოდ: 1295 წ. დავით VIII-მ (1293-1313) ყაზან-ყაენის მოთხოვნით ნახიდურში გადასცა მონღოლებს მასთან შეხიზნული თუქალ ნოინი და მისი შვილი. 1407 წ. გიორგი VIII (1393-1407) ნახიდურთან დაიღუპა თურქების (შავბატკნიანთა) ერთ-ერთი შემოსევისას. 1599 წ. სიმონ I-მა (1556-1600) იერიში მიიტანა ნახიდურთან დაბანაკებულ ოსმალებზე. XVI ს-ში, ქართლის სამეფოს სადროშოდ დაყოფის შემდეგ, ნახიდური ჯერ „საბარათიანოში“, ხოლო შემდეგ „საორბელოში“ შედიოდა. 1646 წ. როსტომ მეფემ (1632-1658) ნახიდურის მოურავად ბეჟან ყარჩიღასაშვილი დანიშნა. 1696 წ. ნახიდურის და ქოლაგირის მოურავობა ერეკლე I-მა (1703-1709) პაპუა ორბელიშვილსა და მის ძმებს უბოძა. 1721 წ. აღწერით ნახიდურში 5 მებატონე, 27 გამომღები და 7 ბოგანო ყმა ითვლებოდა. ნახიდური მეფის დომენად მიიჩნეოდა. ვახტანგ VI-მ (1716-1724) ნახიდურიდან რუ გაიყვანა ხუნანის მოსარწყავად. 1736 წ. არუხლო სამემკვიდრეოდ მოურავ ანდრონიკაშვილს გადაეცა. 1787 წ. სახელწოდება „ნახიდური“ უკანასკნელად იხსენიება ამიერიდან ეს პუნქტი „არუხლოს“ სახელითაა ცნობილი.
არუხლოს მახლობლად, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე არხის გაყვანისას აღმოჩნდა თიხის ქილაში შენახული მონეტათა განძი (ვერცხლის – 24, ყაანური და ჰულაგუიდური). მონეტები თარიღდება XII-XIV სს-ით.
სამანქანო გზა მიდის მარნეულის სოფელ ხაიშიდან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა