![variant (1)](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/variant-2-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნასოფლარ ხოირეთის ეკლესია მდებარეობს თრიალეთში, წალკის მუნიცილიტეტის ტერიტორიაზე. ავრანლოდან სოფ. რეხასაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 1,5 კმ დაცილებით მდებარეობს ნასოფლარი ხოირეთი. ნასოფლარი ძლიერაა დანგრეული, სახლები დაფარულია მიწით, თუმცა ნაგებობათა ნაშთების კონტურები კარგად შეინიშნება.
ნასოფლარის აღმოსავლეთ კიდეზე, ხევის პირას დგას მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია, რომელიც XIX-XX სს-ში არაერთხელაა გადაკეთებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ეკლესია აგებულია დიდი ზომის ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ ჩასმულია ქვა ასომთავრული წარწერით, რომელშიც მოიხსენიება ბაგრატ IV ნოველისიმოსი. ეკლესია შემოზღუდულია ქვის დაბალი გალავნით. ეზოში გამართულია სასაფლაო. საფლავის ქვებზე გვხვდება რელიეფური გამოსახულებები.
ეკლესია რესტავრირებულია მამა დოროთეს მონდომებით,რომელიც ბერთაში მსახურობდა 2003 წლიდან 2012 წლამდე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა