
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ნასოფლარ თალას ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სოფელ სამწევრისის მიმდებარედ. სოფლების : ზემო ბოლნისი, შუა ბოლნისი (ყოფ. სარკინეთი, ინჯაოღლი) და სამწევრისი მახლობლად, მდინარე ბოლნისისწყლის გადაღმა მარცხენა ნაპირზე,
ეკლესია რესტავრირებულია. დასავლეთ კარის არქიტრავის ქვაზე დიდი ლაპიდრული ასომთავრული წარწერაა.
დარბაზული ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით კირ-დუღაბზე. კარის წირთხლებად ნათალი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთის და სამხრეთის. ორივე გარედან არქიტრავითაა დასრულებული, ეკლესიის მორთულობას შეადგენს სამხრეთის კარის არქიტრავზე ამოჭრილი მარტივი ჯვრის გამოსახულება, რომელიც ახლა მკრთალად ჩანს და დასავლეთის კარის არქიტრავზე შესრულებული ასომთავრულით შესრულებული ვრცელი და საამშენებლო წარწერა: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა მე, რევის შვილმან ბოლნელ ეპისკოპოზმან იოსებ, ოდეს მოველ მეორეთ იერუსალემით, აღთვაშენე ეკლესია ყოვლად წმიდისა სახსრად სულისა ჩემისა და ცოდვათა ჩემთა შესანდობლად და ჟამთა ვითარებისაგან მოშლილი ზემო ბოლნისი ახოთა და თალა ხელახლა ვიშოე და ვათარხნე ხელმწიფეთაგან და არა ეთოებისრა ერთის სათათროს საურის მეტი, არა სამელიქო, არა სატარუღო. დაიწერა ქორონიკონსა ტლთ“ (1651 წ). ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია ტაძრის ეზოს სამაგრი ჯებირი. ეკლესიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სასაფლაოა შემორჩენილი, ხოლო უფრო მოშორებით შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები, რაც აქ სოფლის არსებობას მეტყველებს. ეკლესია აღდგენილია.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა