ვილა რბონა
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნიქოზის ღვთაების ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ცენტრში, ეკლესია ფერდობზეა და გადაჰყურებს ცხინვალს.
კომპლექსში შედის ოთხი სხვადასხვა დროის ნაგებობა: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო, ეპისკოპოსის სასახლე და გალავანი.
V ს-ში აგებული სამნავიანი ბაზილიკა XIV _ XV სს და მოგვიანებით გადაკეთდა გუმბათოვან ეკლესიად. ინტერიერში მკაფიოდ ჩანს ძველი, სამნავიანი ბაზილიკის ფორმები, მისგან შემორჩენილია აფსიდი, სამკვეთლო და სადიაკვნე, ნალისებრი კბილანა ლავგარდანის ფრაგმენტები (აღმოსავლეთით და სამხრეთით). ამჟამინდელი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია შიგნით და გარეთ შემოსილია თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. გუმბათის ყელში რვა სარკმელია. იატაკი ნატეხი ქვისა და აგურისაა. ეკლესია შიგნიდან მოგვიანებით შეულესიათ. შენობა გადახურულია ლორფინით. მარტივპროფილიანი ლავგარდანი გვიანდელია. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელი XIX საუკუნის ბოლოს გაუუქმებიათ და მის ნაცვლად მაღალი და განიერი სარკმელი გაუჭრიათ. გაუქმებული სარკმლისგან შემორჩენილია თაღები და თაღებზე აღმართული ჯვარი. ეკლესიამ შემოინახა სხვადასხვა პერიოდის წარწერები. მათ შორის უძველესია აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ მოთავსებული V საუკუნით დათარიღებული რელიეფური წარწერა, რომელიც ზაქარია ეპისკოპოსის მოსახსენებელს წარმოადგენს (,,ქ. წმიდაო სამებაო, ზაქარია პირველ-ეპისკოპოსი შეიწყალე"). ფასადებზე ძნელად გასარჩევი ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერებია. მოგვიანებით არის აგებული ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეებიც. მათ შესასვლელებს ლილვებში ჩასმული ჩუქურთმიანი არშია გასდევს. გარედან შეწყვილებულ ლილვებზე წყვილი თაღი გადადის. კაპიტელები და ბაზისები ორნამენტირებულია. სამხრეთ კარიბჭის მარცხნივ ეკლესიის რელიეფური გამოსახულებაა, თაღის ზემოთ ამოკვეთილია ჯვარი წარწერით - "1889 წელი".
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა