
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ცენტრში, ფერდზე, რომელიც გადაჰყურებს ცხინვალს.
სოფლის ცენტრში მდგარი, X საუკუნის მთავარანგელოზის გუმბათიანი ეკლესია სხვადასხვა ფერის (რუხი, ღვინისფერი, მოყვითალო) კარგად თლილი კვადრებითაა ნაშენი. იგი წარმოადგენს ,,კუპელჰალეს" ტიპის შვერილაფსიდიან ნაგებობას, სადაც გუმბათი გრძივი კედლების ორ წყვილ პილონს ეყრდნობა. ეკლესია განათებულია 7 სარკმლით (4 გუმბათის ყელშია გაჭრილი, ხოლო სამი სარკმელი – აღმოსავლეთით). შესასვლელები მოთავსებულია დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთიდან. სამივე შესასვლელთან კარიბჭეები იყო მიშენებული, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს. საკუთრივ ეკლესია შედარებით კარგადაა შემონახული. იგი მთელი სიმაღლით დგას. ფასადების გაფორმება არაერთგვაროვანია. ტაძრის ქვედა კორპუსი ძუნწადაა მორთული. მთავარი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი, რომელიც გრეხილით მორთულ შეწყვილებულ ნახევარკოლონებზე დაყრდნიბილი თაღედითაა მორთული. დეკორაციული ხერხები გამოყენებულია ინტერიერშიც (გუმბათქვეშა კონსტრუქციების ნიჟარისებური გაფორმება, ლილვების ჩართვა კუთხეებში). ფასადებზე შემონახულია ასომთავრული წარწერები. ჩრდილოეთი შესავლელის არქიტრავის წარწერა: “ქრისტე, სახელითა ღმრთისაითა, მე მიქაელ ნიქოზელ ებისკოპოზმან აღვაშენე წმიდაი ეკლესიაი, რომელ არს სახელი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი, საყოფელი წმიდისა ღმრთისმშობელისაი და წმიდათა მთავარანგელოზთაი სალოცველად სულისა ჩემისათვის”. კიდევ ორი წარწერაა შემორჩენილი გუმბათზე, რომელთაგან ერთი ძალიან დაზიანებულია, მეორე კი შემდეგნაირად იკითხება: “ქრისტე შეიწყალე იოვანე დისწული მიქაელ ებისკოპოზისაჲ”.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა