
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
“ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია” ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარბანში მდებარეობს. იგი ერთნავიანი ბაზილიკაა და IX-X საუკუნეებით თარიღდება. გარბნის წმ. გიორგი მოხევეთა სათემო სალოცავს წარმოადგენდა, სადაც ხევის ყველა სათემო საქმე წყდებოდა, დღეს სასოფლო სალოცავია.
ელესია დარბაზულია და
თლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებითაა ნაგები. აქვს ორი შესასვლელი: სამხრეთიდან და დასავლეთიდან,
რომლებიც გარედან სწორკუთხაა, შიგნით კი - თაღოვანი. აღმოსავლეთ,
დასავლეთ
და
ჩრდილოეთ
კედლებში
თითო
თაღოვანი
სარკმელია,
სამხრეთისაში
– ორი.
დასავლეთის
სარკმელი
შიგნით
სათაურითაა
შემკული,
რაც ქართული ელესიების ინტერიერში იშვიათად გვხვდება. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია
ორსტრიქონიანი
ნუსხური წარწერა:
“წდი
გიორგის
ოქრო”. შესაძლოა ტაძრის სახელიც სწორედ ამ წარწერიდან მომდინარეობდეს. ეკლესიას
სამხრეთიდან
და
ჩრდილოეთიდან
მინაშენები
ეკვრის.
სამხრეთის
მინაშენი
კარიბჭის
როლსაც
ასრულებდა. მისი სამხრეთ
კედლის
შუა
ნაწილი
გახსნილი
იყო
სამი
თაღით
რომლებიც
განაპირა
კედლების
გარდა
შუაში
მდგარ
ორ
სქელ
სვეტსაც
ეყრდნობოდა. თლილი ქვით ნაგები გალავანი ძალიან დაზიანებულია, მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია
შემორჩენილი.
უნდა აღინიშნოს რომ, ტაძარი მის რესტავრირებამდე მოხატული ყოფილა ფრესკებით,
რომლებიც
დროთა
განმავლობაში
განადგურდა,
რესტავრაციის
შემდგომ
კი
ისინი
სრულად
დაიკარგა.
ეკლესიასთან მიდის სამანქანე გზა. სოფელში მოხვედრა
საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეგიძლიათ, აქ გაივლის სტეფანწმინდისკენ მიმავალი სამარშრუტო.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა