დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
130308313_207018447761841_528893 299317126_491380829655201_330353 131057205_208385014291851_350423

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზის აღმოსავლეთით, მდინარე ათრევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

ეკლესია დარბაზულია (6,9 × 10,8 მ), თარიღდება X–XI საუკუნეებით. ნაგებია შირიმის ქვის თლილი კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია საბჯენი თაღები, კამარა, აფსიდის კონქი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთით (ნაშთი შემორჩენილია კედლის დასავლეთ ნაწილში) და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში (შედარებით მცირე ზომისაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავიანი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თაღში სინგურისფერ ფონზე ყავისფერი ხაზით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია. სარკმლის ქვემოთ, კედლიდან მოცილებით დგას შირიმის ქვის სატრაპეზო. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც დიდი ზომის ბრტყელი ქვებითაა გადახურული. სათავსებში აღმოსავლეთით მცირე თაღოვანი სარკმლებია. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი, მარტივი კაპიტელით დასრულებული მხრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის ცენტრში მუქი ღვინისფერი ფერით ჯვარია გამოსახული. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუთხეში, შემორჩენილია თარო-ლავგარდნის ფრაგმენტი.

ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები (გარშემოსავლელი) აქვს. კედლები შემორჩენილია 0,5–0,7 მ სიმაღლეზე. დასავლეთ მინაშენის კედლები დაფარულია მიწით, სამხრეთისა ჩახერგილია ქვებით. ქვებში შერეულია შესასვლელის (სამხრეთით უნდა ყოფილიყო) თაღის ქვა, სარკმლის წირთხლის და საბჯენი თაღის ქვები, ბრტყელი კრამიტი. სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ბოლოში, მცირე ზომის სათავსია, რომლის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ეკლესიის კედელში ჩადგმული კრონშტეინი. კრონშტეინს ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!