
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ორთუბნის ღვთისმშობლის შობის სამონასტრო კომპლექსი (მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი) შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მდებარეობს. იგი გვიანფეოდალური ხანის, XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ძეგლია და მის შემადგენლობაში შედის: ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, გალავანი და საცხოვრებელი სახლი. ციხე-დარბაზის აგება XVII საუკუნის დასაწყისში ციციშვილთა საფეოდალოს ცენტრის სამწევრისიდან მძოვრეთში (ზოვრეთი) გადმოტანასთან არის დაკავშირებული. მათ მძოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XIX საუკუნეში ციციშვილებმა დატოვეს ეს ადგილი და ქალაქმაც არსებობა შეწყვიტა, მის ნანგრევებზე კი ახალი სოფელი, ორთუბანი გაშენდა.
ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია რიყის ქვითა და ნატეხი
ქვიშაქვით ნაგები დარბაზული ნაგებობაა. აფსიდის კონქი და კამარა აგურისაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია,
რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშია განლაგებული. დასავლეთის, ჩრდილოეთისა
და სამხრეთის კედლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთის ფასადი დასრულებულია კარგად გათლილი მჭიდრო წყობის შირიმის ქვების რიგითა
და ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით. ტაძარს სამხრეთიდან აქვს შიგნიდან ხის ძელით, გარედან კი ქვიშაქვის არქიტრავით
გადახურული შესასვლელი. ეკლესიას დასავლეთიდან სამრეკლო აქვს მიდგმული.
სამრეკლო ძირითადად ნაგებია რიყის ქვით. ქვედა ნაწილში გამოყენებულია თლილი ქვაც, ინტერიერში - აგური. დამჯდარი
თაღებით გადახურული კარიბჭე (სამრეკლოს პირველი სართული) სამი მხრით ღია თაღებითაა
გახსნილი. სათავდაცვო ელემენტებით აღჭურვილი მეორე სართული მცველის საცხოვრებელია და აქ ასვლა მისადგმელი ხის კიბით შეიძლება. აღმოსავლეთის კედელი ეკლესიას ესაზღვრება. დანარჩენ სამ კედელში სათოფურებია. კამარით
გადახურული, ოთხივე მხარეს განიერი, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი მესამე სართული
ზარების დასაკიდებელ ფანჩატურს წარმოადგენს. მესამე სართულის თაღების დონეზე შენობის კვადრატული გარემოხაზულობა ოდნავ ვიწროვდება, გადადის რვაწახნაგოვანზე და რვაგვერდა პირამიდით მთავრდება.
მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსის კოშკი ანსამბლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
პირამიდული, შვიდსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვით. ინტერიერში აგურია გამოყენებული. პირველი სართულის კედლები ყრუა. მეორე სართულს ერთი სარკმელი აქვს და მის კედელში იწყება კიბე, რომელიც ბოლო სართულამდე ადის. პირველ სართულს ხის გადახურვა ჰქონდა, დანარჩენი სართულები აგურის ოდნავ შეისრული კამარით იყო გადახურული. კოშკს ორი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან
მეორე სართულზე, ხოლო სამხრეთიდან - მესამეზე. კოშკს ჩრდილოეთის მხრიდან მიდგმული აქვს
მისივე თანადროული საცხოვრებელი სახლი.
ციხე-დარბაზის ფერდობის ძირას, გრძელ მონაკვეთზე შემოვლებული იყო გალავანი,
დანარჩენი ნაგებობები კი შევაკებაზეა განლაგებული. გალავანს ორი შესასვლელი ჰქონია,
დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ეკლესიასთან). დღესდღეობით შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეები.
ორთუბნის დედათა მონასტერი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სეფელ ოღტუბანში მდებარეობს, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 200-300 მეტრზე, მთის ფერდობზე. მონასტრამდე მიდის სამანქანო მოასფალტებული გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა