დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი -  Ozurgeti Historical Museum

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი — მუზეუმი ქალაქ ოზურგეთში, გურიის მხარე. ის ყველაზე ძველი მუზეუმია გურიის შვიდ მუზეუმს შორის.


ისტორია

1936 წელს მახარაძის რაიონის ხელმძღვანელობის წინაშე დაისვა საკითხი შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სოფელ ექადიის მკვიდრმა დავით დოლიძემ დასვა საკითხი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე, ეთხოვა ფილიპე მახარაძეს ეშუმდგომლა მთავრობის წინაშე მახარაძეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ.

1936 წლის 1 აპრილს წითელგვარდიელთა და პარტიზანთა საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ამ საზოგადოებამ მუზეუმს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საბრძოლო იარაღები: კაჟიანი თოფები, დამბაჩები, სატევრები, ხმლები სულ 200 ცალი სამუზეუმო ნივთი. მუზეუმი მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში, ჟდანოვის ქუჩაზე (ქალაქის საბჭოს შენობაში), შემდეგ გადაიტანეს გურიის გამზირზე არსებულ შენობაში, სადაც გამოეყო 402 კვ ფართობი და მთლიანად დაეთმო შენობის მეორე სართული. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ნიკოლოზ სამსონია,რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. დიდი სამამულო ომის წლებში დროებით შესუსტდა მუზეუმის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, ხოლო ომის შემდგომ წლებში განახლდა. მუზეუმის ფონდები შეივსო ძვირფასი მატერიალური კულტურის ძეგლებით. შეიქმნა სახვითი ხელოვნებისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენები.

1974 წელს მუზეუმი გადავიდა დიმიტრი გურიელის სასახლეში. 1977 წელს გაიხსნა საბჭოთა საზოგადოების ამსახველი ექსპოზიცია. 1978 წელს მოეწყო ისტორიის რევოლუციამდელი პერიოდის ამსახველი გამოფენა, შეიქმნა ისტორიის რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდების განყოფილებები, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, ხელნაწერების და ნუმიზმატიკის განყოფილებები. 1989 წელს სალხინოს არქეოლოგიური ბაზიდან მუზეუმს გადაეცა ურეკი-წვერმაღალას სამაროვანზე 1974-1978 წლებში მოპოვებული ადრეული რკინისა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალები. 1991 წლის აპრილში მუზეუმმა კვლავ შეიცვალა ადგილმდებარეობა. ის განთავსდა ყოფილი მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის შენობაში, რომელიც 1978-81 წლებში აშენდა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. 2008 წელს გაიხსნა ისტორიული მუზეუმის ფილიალი სოფელ გურიანთაში, 2009 წელს გაიხსნა ფილიალი, ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ დვაბზუში, ხოლო 2010 წელს ლიხაურში გაიხსნა კიდევ ერთი ფილიალი - ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.


ექსპონატები

მუზეუმში დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის IX ათასწლეულიდან დღემდე, მათ შორისაა ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ურეკის განძის ნაწილი. აქვე ინახება ვაშნარის ნაქალაქრში აღმოჩენილი წყალგაყვანილობის მილები, სვეტის თავები, სასაკმევლე, სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი.

მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური კოლექციიდან აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი III ის, თამარ მეფის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის, სიმონ I-ის, ერეკლე II-ის მონეტები, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა, 144 მონეტა ოზურგეთის განძიდან, ცხემლისხიდში აღმოჩენილი 10 პოლონური ვერცხლის მონეტა.

გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია ეთნოგრაფიული (XIX საუკუნის სამუშაო და საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6 ათასზე მეტი ექსპონატია, მათ შორისაა ფრანგული დაშნა მიურატებისა[2], 1841 წლის აჯანყების მეთაურის, ამბაკო შალიკაშვილის ხმალი. „ყამა“ ხმალი სიგრძით 60 სმ-ია, პირის სიგანე — 5 სმ. ვადა 10 სმ-ისა, შავი ფერის, ძვლით შემკული. ხმალი მუზეუმმა 1925 წელს შეიძინა. მუზეუმში ასევე დაცულია ამავე აჯანყების დროინდელი საბრძოლო ბუკი.


თეგები: #ისტორია #კულტურა #მუზეუმი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!