ოზურგეთი

ოზურგეთი

3
ტურისტული ადგილი
669 Area
ფართობი, კმ2
61,305 Population
მოსახლეობა

ოზურგეთის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ოზურგეთი - ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. იგი წარმოადგენს გურიის, როგორც ადმინისტრაციულ, ისე ისტორიულ ცენტრს. დასავლეთით 20 კმ მანძილზე აკრავს შავი ზღვა, ხოლო სამხრეთიდან და ჩრთილოეთიდან მცირე სერები - მოიდანახე და სერი.

ოზურგეთში არის ისტორიული მუზეუმი, დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. ასევე  ქალაქში არის საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა, ბიბლიოთეკა და ფუნქციონირებს ტელეკომპანია „გურია“, რომელიც მხოლოდ გურიის მასშტაბით მაუწყებლობს.

ქალაქი ცნობილია ჩაისა და ციტრუსის კულტურით. ასევე მოიპოვებენ ბენტონიტურ თიხას, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის წამორმოებაში.

ოზურგეთში ასევე აქტიურად მისდევენ სპორტს, ქალაქს ჰყავს მორაგბეთა კლუბი „ოზურგეთის არწივები“, საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ , საკალათბურთო კლუბი „ბახმარო“ და განვითარებულია სხვადასხვა სპორტის სახეობები.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ჭადრების ბაღი, რომელიც ყოველთვის იყო ოზურგეთელების თავშეყრის ადგილი, სადაც იმართება მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება.

ოზურგეთის მოსახლეობის 90% გურულია, ისინი გამოირჩევიან იუმორის მაღალი გრძნობით, გონებამახვილი ოხუნჯობებით ართობენ სტუმრებს და მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდებიან.

ოზურგეთში დღესდღეობით ფუნქციონირებს რამდენიმე რესტორანი, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ გურულ კულინარიას და დააგემოვნოთ კერძები. გურულ სამზარეულოში პოპულარობით სარგებლობს „გურული ღვეზელი“. გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს.

მანძილი დედაქალაქიდან ოზურგეთამდე 320კმ-ია. მოძრაობს სხვადასხვა ტრანსპორტი, მატარებელი, ავტობუსი, მიკროავტობუსი. ტრანსპორტი დადის ყოველ დღე სხვადასხვა საათებში ცენტრალური ავტოსადგურიდან, დიდუბის ავტოსადგურიდან დილით, ასევე არის დღის და ღამის მატარებელი.


ღირსშესანიშნაობანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი დგას:

  • აჭის ეკლესია,
  • ჯუმათის ეკლესია,
  • ლიხაურის ეკლესია,
  • შემოქმედის ეკლესია. 

ასევე

  • ლაითურის ეკლესია,
  • ჭალის ეკლესია,
  • დვაბზუს ეკლესია,
  • ლიხაურის ციხე.

შემოქმედისა და ჯუმათის ეკლესიები შესაბამისი საეპისკოპოსოების ისტორიულ ცენტრებს წარმოადგენდნენ.

ოზურგეთის ღირსშესანიშნაობას ასევე წამორმოადგენს ისტორიული ძეგლებიდან უძველესი „ოზურგეთის აბანოები“, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს.


მდებარეობა
41.921702, 42.005795
მანძილი დედაქალაქიდან
320 კმ
Gomis Mta, Guria, sunset
გომისმთა

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა დ...

Chinchao lake, Guria
ჭინჭაოს ტბა

ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.ტბა სიდ...

იხილეთ ასევე

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და აქვს ბუნებრივი ს...

ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ ს...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ოზურგეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!