დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ყელის ციხე ყელის ციხე ყელის ციხე

ყელის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ყელის ციხე, თამარის ციხე მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით 2 კმ-ში. ფშავ-ხევსურეთისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის თხემზე. შეიცავს ორ ძირითად სამშენებლო ფენას. თავდაპირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მომდევნო გვიან შუა საუკუნეებს.

ყელის ციხე (სავარაუდოდ თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და „შვიდთა მთიულეთთან“ ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973 და 1989 წწ. ციხე გათხარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი მ. მარგველაშვილი). გათხრების შედეგად გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის, ბრტყელი და ღარიანი კრამიტის ნატეხები და სხვ. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

რელიეფის თავისებურების გამო ციხესიმაგრე საკმაოდ მცირე ფართობს (500 მ²) მოიცავს. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხე სხვადასხვა დონეზე განლაგებული ორი ნაწილისაგან შედგება. ზედა ნაწილში ეკლესია და ორსართულიანი ნაგებობაა. ზედა ეზოს სამხრეთიდან ეკვრის ქვედა ეზო, სადაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ციხის შესასვლელი კარი.


ციხე წარმოადგენდა ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ციხეს. ციხის დასავლეთით მდებარე დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი, ასევე ის რომ აღნიშნული ციხე იდგა ფშავის არაგვის — არაგვთან შეერთებამდე პირველივე თხემზე (აღნიშნული კარგად ჩანს ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე. ნათლად მიუთითებს იმას, რომ აღნიშნული თხემთან და შესაბამისად ციხის ძირში არსებული კართან მთავრდებოდა კუხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწილი — ხერკი, ხოლო კარის შემდეგ იწყებოდა საკუთრივ ფშავის არაგვის ხეობა, რომელსაც შევყავდით ფხოვში. მთის თხემი რომელზეც აგებულია აღნიშნული ციხე, მისი ჩრდილო-დასავლეთი მიუდგომელი მხარე ესაზღვრება ფშავის არაგვს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით კი უყურებს ვიწრო ხეობას რომელიც ჩაედინება არა ფშავის არაგვში არამედ საკუთრივ არაგვში. სწორედ ამ ხეობიდან აქვს როგორც ასასვლელი, ასევე შესასვლელი-კარი ციხეს, რაც იძლევა იმის დასკვნას, რომ იქედან გამომდინარე რომ ის მცირე ხეობა, რომელსაც ციხე განეკუთვნება არ არის ფშავის არაგვის აუზის ნაწილი, შესაბამისად ციხე შეიძლება მიეკუთვნოს კუხეთის მხარის ციხეთა რიგს.


თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ყელის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!