
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ყორანთას წმ. გიორგის ეკლესია და მისი გალავანი/ციხე მდებარეობს ქვემო ქარლთში, ქალაქ ბოლნისის განაპირას, მთის წვერზე.
1392 წ. ყორანთა საკათალიკოსო მამულია. XV ს-ში ბარათაშვილები ფლობენ და სწირავენ სვეტიცხოველს. სოფელი 1449-1490 წწ. გაპარტახდა თურქმანული ტომებისა და იაყუბ-ყაენის შემოსევების შედეგად. XVII ს-ის დასაწყისში სოფელი განაახლა ნიკოლოზ კათოლიკოსმა. XVIII ს-ის 20-იან წლებში კათოლიკოსს ყორანთაში 12 ყმა ჰყოლია. 1721 წ. აღწერაში სოფელი არაა მოხსენიებული. ყორანთას გაპარტახება უნდა გამოეწვია ოსმალ-ყიზილბაშთა და ლეკთა თარეშს. XIX ს-ის პირველ ნახევარში ყორანთას მიწებზე ვიუტერბერგელმა გერმანელებმა დააარსეს კოლონია ე. წ. ეკატერინენფელდი.
ყორანთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
დაზვერვითი სამუშაოებისას იქ დადასტურდა ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გორა გორის სამხრეთ-დასავლეთ ფერდზე გააკეთა სადაზვერვო თხრილი, სადაც გამოვლინდა 5 მ დიამეტრის წრიული ნაგებობის ქვის საძირკველი. ცერად ჩადგმულ ნაფლეთი ქვების ორმაგ წყობას შორის ჩაყრილი იყო წვრილი ქვა. თხრილში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ანაბეჭდებიანი ბათქაშის ნატეხები, ხელსაფქვავის ქვა, ნამგლის კაჟის ჩასართები. აგრეთვე თიხის რუხი ფერის ბადიისა და დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები, ნახევარსფერული ფორმის ყურით. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არმაზის ბაზაზე.
ყორანთას ნასოფლარი მდებარეობს ბოლნისის ჩრდილოეთით აღმართულ მთის წვერზე არსებულ ციხესიმაგრის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე, სადაც მოჩანს შენობათა კონტურები. ფერდობის ძირში შემორჩენილია წყალსატევი. მართკუთხედის ფორმის აუზი გადახურულია ცილინდრული კამარით. გარედან მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვით.აუზის სამხრეთ-დასავლეთ კედელში დატანებული თიხის მილით წყალი შემოდიოდა აუზში. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში უფრო დაბლა, მეორე მილია, რომლითაც წყალი გადიოდა აუზიდან.
ციხის გალავანი სხვადასხვა სიდიდის 13 ყრუ ბურჯითაა გამაგრებული. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. ციხე-გალავანში დგას მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, სამხრეთის მინაშენით. ნაგებია უხეშად გათლილი სხვადასხვა ზომის ქვით. ინტერიერი შელესილია. ეკლესიის პერანგი თლილი ქვისაა. კარ-სარკმელი მოჩუქურთმებულია. ეკლესია და ციხე-გალავანი თარიღდება XIII-XIV სს-ის მიჯნით.
ნასოფლარზე ჩანს ნაგზაურები, რომელიც იტოტება. ერთი მიდის დასავლეთით, მეორე მაშავერის ხეობისაკენ – ბოლნისისაკენ. სახელწოდება „ყორანთას“ შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ გორას ეწოდა ეს სახელი ფრინველ ყორნისაგან, იმ დროს, როცა მოსახლეობა თაყვანს სცემდა ცხოველებსა და ფრინველებს.
ტექსტი აღებულია - "ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი"-დან
ყორანთას ეკლესიიდან გასაოცარი ხედები იშლება ქვემო ქართლზე



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა