
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს, სოფლის ცენტრში. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და დარბაზული ეკლესიის, ციხე-გალავნის, სამრეკლოსა და კოშკებისგან შედგება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ნაგებობაა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა, ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის იატაკი დარბაზთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში სამრეკლოსთან დამაკავშირებელი კარია. ეკლესია ორ თაღს დაყრდნობილი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. თაღები პილასტრებს ეყრდნობა. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია განლაგებული. სამხრეთის ფასადში ორი სარკმელია, ორი თაღოვანი სარკმელია დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილოეთისაში კი - ერთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთის ფასადს სამი მხრით თაღებით გახსნილი ფანჩატური აქვს მიშენებული, მეოთხე მხარეს კი ეკლესიაში შესასვლელი კარია. ტაძარი ღარიანი კრამიტითაა გადახურული.
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთიდან ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული. მშენებლობაში გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგური. პირველ სართულზე მოხვედრა მხოლოდ ეკლესიიდანაა შესძლებელი. სამრეკლოს პირველი სართული სამლოცველოდაა გადაკეთებული. მას თავიდან ორი კარი ჰქონია, რომლებიც ამჟამად სარკმლებადაა გადაკეთებული. აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. ოთხივე კედელი თითო დეკორატიული თაღითაა გაფორმებული. სამრეკლო აფრებზე ამოყვანილი აგურის გუმბათითაა გადახურული. მეორე სართული რვა მალიან, ყველა მხარეს თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. თაღებს ლილვი აქვს შემოვლებული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის საპირეები ფოთლოვანი ორნამენტითაა დეკორირებული. სამრელოს პირამიდული სახურავი აქვს.
ეკლესიას რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები ციხე-გალავანი აქვს შემოვლებული. გალავანი გეგმაში უსწორო ოთხკუთხედია, რომლის ყველა კუთხეშიც ცილინდრული კოშკია. ყველაზე უკეთ ჩრდილო-დასავლეთის კოშკია შემორჩენილი. იგი ოთხსართულიანია. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა და შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს. სართულებზე სხვადასხვა ზომის სათოფურებია. კოშკის შესასვლელის პირდაპირ ბუხრებია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანს წარმოადგენს. ასევე შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები და ქონგურების ფრაგმენტები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა