
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ყვიბისის მთავარანგელოზის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, მდინარე ყვიბისისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე მდებარეობს. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა მეცნიერთა ვარაუდით იგი XII საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, სამხრეთით კი მინაშენი აქვს, რომელიც ფასადს მთელს სიგრძეზე მიუყვება. მთავარი დარბაზის შიდა სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი კაპიტელებით დასრულებულ, ერთ წყვილ ერთსაფეხურიან პილასტრს ეყრდნობა, რომლითაც გრძივი კედლებია დანაწევრებული. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში კონსოლებზე დაყრდნობილი მეორე საბჯენი თაღია გადაყვანილი, ხოლო დასავლეთით ნაოთხალი პილასტრებია, რომელიც კაპიტელების გარეშე გადაიზრდება კედლის თაღში. სამხრეთი მინაშენის ცილინდრული კამარა კონსოლებზე შეკიდულ ერთსაფეხურიან საბჯენ თაღს ეყრდნობა. ტაძრის ღიობები სადაა. მთავარ დარბაზსა და მინაშენს სამხრეთიდან თითო-თითო შესასვლელი აქვს, რომლებიც მხოლოდ ღიობის თავზე დადებული არქიტრავის ქვითაა ხაზგასმული. ეკლესიას 7 სწორკუთხა სარკმელი აქვს. დასავლეთ ფასადს ერთსაფეხურიანი ცოკოლი მიუყვება, ნაგებობას ასევე თაროსა და ოდნავ შეღუნული ფოსოს პროფილის კარნიზი აქვს. ინტერიერი მთლიანად მოხატულია უახლეს პერიოდში, თუმცა იგი მოსახატად არ იყო განკუთვნილი და ფრესკები სივრცის მკვეთრად გამოხატულ არქიტექტონიკას ასუსტებს. ტაძარი უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებითაა ნაგები. მთავარი დარბაზი გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით, მინაშენი კი - ცალფერდა სახურავით. ეკლესიას დაბალი ქვის გალავნით შემოზღუდული ეზო აქვს. ეს ძეგლი კარგი პროპორციებითა და სამშენებლო ოსტატობით გამოირჩევა.
ყვიბისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვიბისისწყლის ნაპირებზე მდებარეობს, ბორჯომიდან 6 კმ-ში. სოფელში მიდის მოასფალტებული გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა