
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
რატიანების კოშკი-მაჩუბი ძველი სვანური საცხოვრებელი კომპლექსია მესტიაში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კოშკი, მაჩუბი, საცხოვრებელი სივრცე, ბაგა, თივის სათავსო და სხვა დამხმარე ნაგებობები. კოშკ-მაჩუბი აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში და ის ეკუთვნის რატიანების ცნობილ გვარს.
კოშკი მულახელი და-ძმა ბერიანების მიერ არის აშენებული. ბერიანებს სულ სამი კოშკი აუშენებიათ; რატიანების კოშკი - მესტიაში, ფილფანების კოშკი - ლენჯერში და მესამე, საკუთარი - მულახში. წინაპრების გადმოცემა გვიყვება, რომ კოშკს გარედან და აშენება, ხოლო შიგნიდან ძმა, ამიტომაც იგი გამორჩეულია თავისი სილამაზით და ასევე სიმაღლითაც - კოშკის სიმაღლე 28 მეტრია და ყველაზე მაღალია მესტიაში. კოშკის სიმაღლე, მეტყველებს გვარის სიძლიერესა და ძალაუფლებაზე. კოშკი შედგება რამდენიმე სართულისაგან და თითოეულ სართულზე სხვადასხვა დანიშნულების ოთახებია. ერთ-ერთ ოთახში ინახება ნანადირევი ჯიხვების რქები და ძვლები. ჯიხვი ძველ სვანეთში განსაკუთრებულ ცხოველად ითვლებოდა და აკრძალული იყო ნანადირევი ცხოველის ძვლების გადაყრა.
კოშკს აქვს დიდი მაჩუბი, სადაც განთავსებულია სვანური ეთნოგრაფიისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნივთები - მარცვლეულისა და სურსათ-სანოვაგის შესანახი სპეციალური, ხის უძველესი ჭურჭლები, არყის გამოსახდელი მოწყობილობა და სხვა. აქვე არის სალოცავი დედაბოძი, იშვიათი და უნიკალური, რომლის წინ ოჯახიც წევრები საუკუნეების განმავლობაში ლოცულობდნენ.
კოშკის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ახვიდეთ სახურავზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მესტიაზე.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა