
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
რეხის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხას ტერიტორიაზე.
ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. აშენებულია ძველი ქართული ეკლესიის ადგილზე 1877-1878 წლებში. აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. ეკლესია გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. მასზე ჯვრის გამოსახულებაა. სარკმლები გაჭრილია ოთხივე ფასადზე. ჩრდილოეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სარკმლის ზემოთ გამოსახულია ორმაგ წრეში ჩაწერილი ჯვარი. ეკლესიაში დაცულია ქართული სახარება ჭედური ყდით. ეკლესია შემოზღუდულია ქვით ნაგები გალავანით, რომელსაც ორი შესასვლელი აქვს: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
ეკლესიის კედელში ჩაშენებულია სტელის ფრაგმენტები, რომელიც სავარადუდოდ ადრე შუა საუკუნეების პერიოდისაა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა