
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
რელიგიის მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს.
ბათუმის რელიგიის მუზეუმი გაიხსნა 2004 წ. თ. კომახიძის (საზოგადო მოღვაწე, აჭარის ა.რ. კულტურის ყოფილი მინისტრი) უშუალო ინიციატივით. პირველი ექსპოზიცია მოეწყო აჭარის ხ. ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებიდან გადაცემული ექსპონატებით და თვით თ. კომახიძის მიერ მოპოვებული რელიგიური ხასიათის საეკლესიო ნივთებით. 2023 წელს გაიხსნა რეაბილიტირებული რელიგიის მუზეუმი, განახლებული ინტერიერითა და ექსპოზიციით.
მუზეუმის ფონდებში 400 - ზე მეტი ექსპონატი ინახება, რომელიც წარმართული რწმენა-წარმოდგენებიდან დღემდე საქართველოსა და მსოფლიოში გავრცელებული რელიგიების შესახებ მოგვითხრობს.
ექსპოზიციაში წამყვანია სხვადასხვა რელიგიების: იუდაიზმის, ბუდიზმის, ქრისტიანობასა და ისლამთან დაკავშირებული სარიტუალო ნივთები: რელიგიური წიგნები, ხატები, ქანდაკებები, სასულიერო პირთა შესამოსლები და სხვ. მსოფლიოს წამყვან რელიგიებთან დაკავშირებული და ბათუმის უახლესი ისტორიის ამსახველი მრავალფეროვნი არტეფაქტების გაცნობა ხაზს უსვამს ჩვენი კუთხის რელიგიურ მრავალფეროვნებას, ტოლერანტულ ბუნებასა და მულტიკულტურალიზმს.
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა:
ექსპოზიციაში წამყვანია სხვადასხვა რელიგიების: იუდაიზმის, ბუდიზმის, ქრისტიანობასა და ისლამთან დაკავშირებული სარიტუალო ნივთები: რელიგიური წიგნები, ხატები, ქანდაკებები, სასულიერო პირთა შესამოსლები და სხვ. მსოფლიოს წამყვან რელიგიებთან დაკავშირებული და ბათუმის უახლესი ისტორიის ამსახველი მრავალფეროვნი არტეფაქტების გაცნობა ხაზს უსვამს ჩვენი კუთხის რელიგიურ მრავალფეროვნებას, ტოლერანტულ ბუნებასა და მულტიკულტურალიზმს.
გამოფენები: რელიგიის მუზეუმი ინტერკულტურულ ღონისძიებებს, ღია ლექციებს, გამოფენებს, კონფერენციებსა და კლასიკური მუსიკის საღამოებს მასპინძლობს, ჩვენი თანამოქალაქეებისა და უცხოელი ვიზიტორებისათვის.
საგანმანათლებლო პროგრამები:
სერვისები :
მუზეუმის მთლიანი ფართობი: 400 კვ/მ
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
( გარდა ოფიციალური დღესასწაულებისა)
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
მუზეუმ პასი (უზრუნველყოფს ერთჯერად ვიზიტს
·
სსიპ აჭარის მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ ყველა მუზეუმში-17.00
·
მუზეუმ პასი საექსკურსიო (უზრუნველყოფს ერთჯერად
ექსკურსიას სსიპ აჭარის მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ ყველა მუზეუმში) - 30.00
·
სტანდარტული - 4.00
·
საექსკურსიო ბილეთი 6-დან 30-მდე ვიზიტორთა ჯგუფზე - 6.00
·
საექსკურსიო ბილეთი (ინდივიდუალური. 1-დან 5 ვიზიტორის ჩათვლით) - 7.00
·
საბავშვო (უცხო ქვეყნის მოქალაქე) - 3.00
·
სტუდენტი (საქართველოს მოქალაქე)
სტუდენტური ბილეთის წარდგენით)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა