
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
რევაზაშენის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის მიმდებარედ.
რევაზაშენი – რევაზაშენის ეკლესია მდებარეობს ისტორიულ ზურტაკეტში, სოფელ მამულადან დაბლა, სათიბებისაკენ მიახლოებით 2-3 კილომეტრში. იგი დგას მინდორზე, ხეებით დაბურულ ადგილას, ამიტომ ძნელი მისაგნებია. დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი, დიდი ქვის კვადრებით. ეკლესიას დასავლეთიდან ვადგებით. კედელი ყრუა, აღმოსავლეთი აბსიდი სწორკუთხედშია ჩაწერილი. მასზე შუა ნაწილში ერთი სარკმელია გაჭრილი, რომელიც ინტერიერის მხრიდან ფართე, გაშლილ წირთხლებიანია. სივრცე ერთი წყვილი პილასტრით ორ ნაწილადაა გაყოფილი. აბსიდის მომრგვალება ასევე ფართეა. ეკლესიას შიგნიდან ემჩნევა ნალესობის კვალი. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. სამხრეთის კედელთან, შიდა მხარეს, ამოსულია დიდი ხე, რომელიც კედელს ებჯინება. თაღოვანი მოჩარჩოების კარი გაჭრილია სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. კარის ღიობი პილასტრის აყოლებაზეა. კარის ბალავარის ქვა ჩამოვარდნილია და იქვე გდია. მასზე ასომთავრული წარწერაა. ყველა ნიშნით რევაზაშენის ეკლესია IX-X საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. სამეცნიერო ლიტერატურაში რევაზაშენის დარბაზულ ეკლესია შესწავლილი არ ყოფილა. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევებშიც ლ. რჩეულიშვილი ახსენებს რევაზაშენის ეკლესიას, ოღონდ ის სამნავიანი ბაზილიკაა და დგას მდ. ხრამის კლდოვანი ხეობის პირას
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა